ბიოლოგიური რისკების მართვა ISO 35001 სტანდარტის დახმარებით

2020 წელი გამოწვევებით აღსავსე აღმონდა. მსოფლიო იძულებული გახდა სრულად მოუმზადებელი შებრძოლებოდა ვირუსს, რომლის შესახებ არაფერი იცოდა. თავდაპირველად არ ვიცოდით როგორ უნდა გვემკურნალა კოვიდით დაავადებული პაციენტებისთვის, რომელი მედიკამენტი იყო ყველაზე ეფექტური, როგორ უნდა გამოგვევლინა ლაბორატორიულად ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, რა გართულებებს იწვევდა, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვის იყო ყველაზე საშიში, როგორ ვრცელდებოდა, რა რეკომენდაციები უნდა გაგვეთვალისწინებინა და ა.შ. ყოველივე აქედან გამომდინარე, კორონავირუსმა საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მსოფლიო ეკონომიკას. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდის გამო გამოწვეული ეკონომიკური რეცესია გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, აღნიშნული მდგომარეობაში, მსოფლიოსთვის სიმშვიდის შენარჩუნება და სწრაფი მოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს-დღეისობით სიტუაცია გაცილებით სტაბილურია, რადგან უკვე არსებობს ვაქცინა, მრავალი ქვეყანა წარმატებულად უმკლავდება ვირუსს და მსოფლიოც ტურბულენტური ზონიდან ნელ-ნელა გამოდის.


რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ, რომლებიც ლაბორატორიულად დადასტურდა 100 მილიონს გადააჭარბა. ცხადია, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია და სინამდვილეში სტატისტიკა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მსოფლიო მასშტაბით არსებულ კოვიდ ლაბორატორიებს არ აქვთ საკმარისი სიმძლავრეები. ასევე, არსებობს შეცდომების ალბათობაც, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ლაბორატორიების ეფექტური მუშაობა და ვირუსის შემთხვევების დროული, სწორი გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სჭირდება ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც აამაღლებს ლაბორატორიების სიზუსტეს, სანდოობას და ეფექტურობას.


აღნიშნულ საკითზე უკვე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც შეიმუშავა ახალი ISO 35001 სტანდარტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის ყველა ტიპის ორგანიზაციასთან, რომლებიც ანხორციელებენ ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების ტესტირებას, ტრანსპორტირებას, ცდების ჩატარებას და ა.შ. სწორედ ასეთ სახიფათო ბიულოგიური მატერიაა კორონავირუსის სინჯებიც. აღნიშნული სტანდარტის დახმარებით ორგანიზაციებს, მათ შორის ლაბორატორიებს, შეეძლებათ გაცილებით უფრო უსაფრთხოდ განაგრძონ ჩვეული საქმიანობა, რაც გაზრდის მათ სანდოობას და სიზუსტეს. ასევე, შესაძლებელი იქნება თავიდან ავიცილოთ ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების ლაბორატოირიიდან გავრცელების, გაჟონვის რისკი.


ISO 35001 სტანდარტი, მსგავსად სხვა სტანდარტებისა, შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული დარგის ექსპერტების მიერ. მათ შორის ერთ-ერთია ბიოქიმიკოსი პატრიცია ოლინგერი (Patricia Olinger) რომელიც აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული სტანდარტის შემუშავებაში. მისი განცხადებით, ISO 35001 სტანდარტი დაეხმარება მსოფლიოს უკეთ გაუმკლავდეს სახიფათო პათოგენებს:


"ISO 35001-ს შეულია გამოიყენოს ნებისმიერმა ლაბორატორიამ, რომელიც აქტიურად ამუშავებს საშიშ პათოგენებს, მათ შორის SARS-CoV2 ვირუსს, რომელიც იწვევს COVID-19-ს. აღნიშნული სტანდარტის იმპლიმენტაცია დაემხარება ორგანიზაციებს მოემზადონ მომავალი რისკებისთვის." - Patricia Olinger

ISO 35001 სტანდარტი შემუშავებულია სატნდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO/TC 212 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 40 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 19 ახალ სტანდარტზე მუშაობს.



ISO Consulting - Professionals for Professionals

Tags:

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.