UN - კონფერენცია კლიმატური ცვილელების თემაზე

2019 წლის 3 - 14 დეკემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაეროს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია კლიმატური ცვლილებების თემაზე.

აღნიშნული ღონისძიება 1995 წლიდან ტარდება და მისი მთავარი მიზანია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა.

პრობლემაზე აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტები შეიმუშავა. მათ შორისაა ISO 14064-2 და ISO 14064-3, რომელთა მთავარი მიზანიც როგროც სათბურის აირების გამოყოფის შემცირება, ასევე მათი კონტროლია.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კონფერენცია საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ატარებს. 2015 წელს, სწორედ ამ ღონისძიებაზე გაფორმდა პარიზის შეთანხმება, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან ეფექტიან ბრძოლას ისახავს მიზნად. წლევანდელი კონფერენცია საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა - ღონისძიებას 190-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაც, მათ შორის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.



რამდენიმე თვის წინ, ანტარქტიკის კონტინენტს 300 მილიონ ტონაზე მეტი ყინულის მასა მოწყდა, უკვე აღარ არსებობს მრავალი მყინვარი, გახშირდა ტყეში ხანძრები, რისი ერთ-ერთი მიზეზიც რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. ასევე, მნიშვნელოვნად მოიმატა სეზონურმა ალერგიებმა, მაღალი ტემპერატურა უკვე უქმნის პრობლემებს გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს. ეს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების მცირე ჩამონათვალია, ამიტომაც აღნიშნული კონფერენციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.


*მსოფლიოს 196 ქვეყნის წარმომადგენელი ხელს აწერს პარიზის შეთანხმებას. 2015 წლის 12 დეკემბერი


კლიმატური ცვლილებები გლობალური გამოწვევაა და ყველას ჩვენთაგანს ეხება, შესაბამისად მასთან ბრძოლა თითოული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.





ISO Consulting - Professionals for Professionals
























თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.