top of page

განვითარებადი ქვეყნების თანამონაწილეობა ISO-ს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

16 - 20 სექტემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კეიპ თაუნში ჩატარდა ISO-ს კვირეული, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ორგანიზაციის 2030 წლის სამოქმედო სტრატეგიაზე. დამსწრეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ განვითარებადი ქვეყნების თანამონაწილეობა ორგანიზაციის მომავალ საქმიანობებში საკმაოდ მნიშვნელოვანია და მათი როლი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ დიდ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბით. აქედან უმეტესობა კი ზეგავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე.

XIX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკაში დომინანტური პოზიციები ეკავათ გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიასა და საფრანგეთს. XX საუკუნეში კი გაიზარდა შეერთებული შტატებისა და იაპონიის როლი.

"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ეკონომიკის ცენტრი აღმოსავლეთისკენ მიიწევს. მოწინავე ქვეყნებია აშშ და ჩინეთი, თუმცა, XXI საუკუნის დასასრულს ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს ექნება, მას მოჰყვება აშშ და ინდოეთი" - აღნიშნა "The economist" -ის წარმოადგენელმა ჰერმან უორენმა.

გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დირექტორის - ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ინოვაციების დარგში - ბერნარდო სარმიენტოს აზრით, აქამდე ვაჭრობის ზრდა არ იყო მდგრადი და ამ მხრივ ბევრია სამუშაო, რათა სარგებელი მიიღოს ყველა სექტორმა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა უილიამ გეინმა კი აღნიშნა, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღონ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში.

*მარცხნიდან ქეით სტრაგესი, ჰერმან უორენი (ეკონომისტი) და უილიამ გეინი (მსოფლიო ბანკი)

ISO-ს პრეზიდენტის ჯონ უოლტერის აზრით კი ერთობლივი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენ უნდა ვიაროთ წინ ერთად, რათა მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს და დავეხმაროთ მსოფლიოს გამოსავლის ძიებაში. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი ისე, როგორც არასდროს" - აღნიშნა მან.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

38 views

コメント


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page