განვითარებადი ქვეყნები ISO-ს ყურადღების ცენტრშია
ჯერ კიდევ XV საუკუნეში, კაცობრიობის აზროვნება დღევანდელისან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ადრე ადამიანებს ეგონათ, რომ რადგან პლანეტის რესურსები შეზღუდული იყო, შეუძლებელია ყველა ქვეყანას ან ადამიანს მიეღწია სიმდიდრისთვის. მათ მიაჩნდათ, რომ ეკონომიკური "ნამცხვარი" (ამ უკანასკნელში იგულისხმება ყველაფერი რაც იქმნება წარმოებისა თუ მომსახურების სფეროში) რაც არ უნდა გვეცადა არ გაიზრდებოდა, მუდამ იგივე ზომის დარჩებოდა და ვინც ამ ნამცხვრიდან დიდ ნაჭერს დაიბევებდა, შესაბამისად სხვებს ცოტას დაუტოვებდა. მაშინდელი ლოგიკით, ადამიანს გამდიდრება მხოლოთ სხვისი გაღარიბების ხარჯზე შეეძლო. სწორედ ამის გამო სიმდიდრეს ცოდვად თვლიდნენ. აღნიშნული მოსაზრება ხალხის ფართო მასებში საუკუნეების განმავლობაში ლავირებდა, რაც მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას. ეს ყველაფერი კი გრძელდებოდა მანამ, სანამ ადამიანები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას არ მიხვდნენ, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ეკონომიკური ნამცხვარი მუდმივად სტატიკურ მდგომარეობაში არ არის, ის შეიძლება გაიზარდოს, თუ ჩვენ განვავითარებთ ეკონომიკას, აღმოვაჩენთ ახალ მიწებს (მაშინდელ დროს ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა), გაჩნდება ახალი დასახლებები, კოლონიები, განვითარდება ვაჭრობა და ა.შ. მეტიც, ეკონომიკის მამად წოდებული ადამ სმიტი მიიჩნევდა, რომ მდიდრებს შეეძლოთ შეექმნათ საერთო კეთილდღეობა. მაგალითად, თუ საკუთარი შემოსავლების ნაწილს ისევ წარმოებაში დააბანდებნენ, გაფართოვდებოდნენ საწარმოს - უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებდნენ და უფრო მეტს გაუჩნდებოდა საარსებო შემოსავლები. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მსოფლიოს ეკონომიკის აღორძინება და შედეგიც სახეზეა: თუ 1500 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 550 დოლარი იყო (გათვალისწინებულია ფულის დროში ღირებულება - დათვლილია ახლანდელ დოლარებში), დღეს ეს მაჩვენებელი 5 ათას დოლარს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მსოფლიოში საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5 ათასი დოლარია, შემოსავლების გადანაწილება ქვეყნებს შორის ძალიან არათანაბარია. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს გაცილებით მაღალი შემოსავლები აქვთ, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებთ. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ახალნდელმა საშუალომ შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს, თუმცა ის მაინც გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას, რადგან თუ გავუთვალისწინებთ იმას, რომ 1500 წელსაც მსგავსი არათანაბარი გადანაწილება უნდა ყოფილო, პროგრესი ნამდვილად შთამბეჭდავია. ამავე დროს, არ უნდა გამოგვცრჩეს მსოფლიო მოსახლეობის რეკორდული ზრდის ტემპი. თუ მაგალითად 500 წლის წინ მსოფლიოში რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად მსოფლიოში 7,8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშპ-ს გადანაწილებას ერთ სულ მოსახლეზე.
2020 წლის მონაემებით მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება
ქვეყანა | ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე (დოლარებში) |
---|---|
ბურუნდი | 263 $ |
სამხრეთ სუდანი | 303 $ |
მალავი | 399 $ |
მოზამბიკი | 455 $ |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 456 $ |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 480 $ |
ავღანეთი | 499 $ |
მადაგასკარი | 514 $ |
სიერა ლეონე | 518 $ |
ნიგერი | 535 $ |
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიოში შემოსავლები არათანაბრადაა გადანაწილებული. განვითარებული და მდიდარი ქვეყნების გვერდით არსებობს ღარიბი სახელმწიფოები, რომელთა ნაწილშიც ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მოცემულ სურათს. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს განვითარებად ქვეყნებს და ცდილობს დაეხმაროს მათ. ორგანიზაციას სულ შემუშავებული აქვს 24 ათასზე მეტი სტანდარტი, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარებიან მსოფლიოს სწორად განვითარებაში. გარდა ამისა, არსებობს ისეთი მრავალი სტანდარტი, რომელიც უშუალოდ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებთ განვითარებათ ქვეყნებში მაცხოვრებლებს. მეტიც, ISO-ს შემადგენლობაში შედის საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომიტეტი (DEVCO), რომლის მიზანია განვიტარებადი ქვეყნების მხარდაჭერა პროგრესის გზაზე. DEVCO - ს 4 მთავარი მიზანი აქვს:
განსაზღვროს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებები და მოთხოვნები სტანდარტიზაციის სფეროში.
განვითარებად ქვეყნებს მისცეს რეკომენდანციები, თუ როგორ უნდა მივიდნენ შესაბამისობაში სტანდარტიზაციის სფეროში მსოფლიოში დადგენილ მოთხოვნებთან და საჭიროებებთან.
მისცეს რეკომენდაციები ISO საბჭოს განვითარებადი ქვეყნებისათვის ISO სამოქმედო გეგმის შესახებ და თვალყურს ადევნებს მის განხორციელებას.
უზრუნველყოს სტანდარტიზაციისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა ასპექტის განხილვის ფორუმი და განვითარებულ და განვითარებადი ქვეყნების გამოცდილების გაცვლა.
აღნიშნული ფორუმი იმართება ყოველწლიურად, სადაც მოწვეულნი არიან წამყვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. წელს გაიმართა რიგით 55-ე ფორუმი, სადაც იმსჯელეს ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივას განვითარებად ქვეყნებში. ახალი ტექნოლოგიები ხელს უწყობს არამარტო ადგილობრივ წარმოების განვითარებას, არამედ სარგებელი მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. ამისი ნათელი მაგალითია ესტონეთის ტექნოლოგიური პროგრესი და მისი დადებითი გავლენა ეკონიომიკაზე. ქვეყანა 90-იანი წლების გარიჟრაჟს მძიმე მდგომარეობაში შეხვდა: მაღალი იყო სიღარიბის მაჩვენებელი, სუსტი იყო სახელმწიფო ინსტიტუტები, გახშირებული იყო კრიმინალი და ა.შ. თუმცა, ესტონელებმა დროულად გააცნობიერეს ის გზები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იყო სიღარიბის სწრაფად დაძლევა და ძლიერი ევროპული სახელმწიფოს აშენება. ერთ-ერთი ასეთი გზა კი ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარდება, სტარტაპები და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა იყო. ამ მხრივ ესტონეთმა დიდ წარმატებას მიაღწია. განსაკუთრებით გამოსარჩევია ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Skype, რომელიც ესტონეთში შეიქმნა.
საბოლოო ჯამში, ISO ცდილობს დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს გადაჭრან მათ წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. სთავაზობს მათ გამოსავლის გზებს და ეხმარება უზრუნველყონ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მნიშნელოვნად გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Kommentarer