ეკოლოგიური ბალანსი და ISO სტანდრტები

გლობალური დათბობა კაცობრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან იცვლება კლიმატი, დნება მყინვარები, იმატებს მსოფლიო ოკეანის დონე, რაც დატბორვით ემუქრება უამრავ ქვეყანასა თუ ზღვისპირა ქალაქს. აქედან გამომდინარე, ტემპერატურის მატება არღვევს პლანეტაზე არსებულ ეკოლოგიურ ბალანსს - ტემპერატურის მატების გამო მრავალი ცოცხალი არსების სახეობა გადაშენების პირასაა. დედამიწის ეკოსისტემა მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, მიმდინარეობდა ევოლუციის პროცესი, ცოცხალი არსებები ცდილობდნენ უკეთ მორგებოდნენ გარემო პირობებს და გადარჩენილიყვნენ. ამ დროის განმავლობაში გადაშენდა მრავალი სახეობა, თუმცა გადარჩნენ მხოლოდ ძლიერები - ისინი ვინც სწრაფად მოახერხა ცვალებად გარემო პირობებთან ადეკვატური ადაპტაცია. ამ ბალანსის დარღვევამ შესაძლოა კაცობრიობას კატასტროფული შედეგები მოუტანოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია მსოფლიომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები გლობალური დათბობის ტემპის შემცირებისთვის.

როგორც უკვე ვახსენეთ, გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის დედამიწის ეკოლოგიურ ბალანსს, ხოლო იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ბალანსის დარღვევას, მოვიყვანოთ მაგალითი: სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კილომეტრის დაშორებით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს გალაპაგოსის კუნძულები, რომელიც ამჟამად შედის ეკვადორის რესპუბლიკის შემადგენლობაში. კუნძულები აღმოაჩინეს 1535 წელს და მაშინვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება, რადგან არქიპელაგი, რომელის საერთო ფართობით სულ რაღაც 8000 კვადრატული კილომეტრია, გამოირჩეოდა უნიკალური ფლორითა და ფაუნით, რომელსაც პლანეტაზე სხვაგან ვერსად ვხდებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გალაპაგოსის გიგანტური კუ და გალაპაგოსის ზღვის ლომი. ამის გამო, 1835 წელს არქიპელაგზე მოეწყო ევროპელ მეცნიერთა ექსპედიცია, მათ შორის იყო ახალგაზრდა ჩარლზ დარვინიც, რომელმაც იქ გატარებული დროის განმავლობაში, სახეობებზე დაკვირვების შედეგად გამოაქვეყნა მისი გახმაურებული ნაშრომი "სახეობათა წარმოშობა". კუნძულზე ეკოლოგიური პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც 1950-იან წლებში კუნძულზე მცხოვრებ ერთ-ერთ ფერმერს ფერმიდან 3 თხა გაექცა. თითქოს საგანგაშო არაფერი მომხადარა, თუმცა ამ ამბიდან სულ რაღაც 14 წელიწადში კუნძულებზე თხების პოპულაციამ 30 ათასს გადააჭარბა. სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებდა ისიც, რომ საუკუნეების განმავლობაში აღნიშნულ კუნძულებზე თხის პოპულაციას არასდროს უარსებია. შესაბამისად, ადგილობრივი ეკოსისტემისთვის ეს დისბალანსი იყო, რომელსაც შეეძლო მთლიანი ეკოსისტემა გაენადგურებინა. მაგალითად, ამ დროის განმავლობაში გალაპაგოსის კუების პოპულაცია 250 ათასიდან სულ რაღაც 3 ათასამდე შემცირდა მეტიც, 1990-იან წლებში თხების პოპულაციამ უკვე 250 ათასს გადააჭარბა, რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებელი იყო და მსოფლიომ დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გადაერჩინათ არქიპელაგი. საბოლოოდ, ეკვადორის მთავრობამ გადაწყვიტა გაენადგურებინა კუნძულზე არსებული თხების პოპულაცია, ამიტომაც დაიგეგმა პროექტი იზაბელა, რომელშიც ჩაერთო ჯარის ნაწილები, მძიმე ტექნიკა და ვერტფრენებიც კი. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ასე გამოუცხადა ეკვადორის მთავრობამ ომი თხებს. ერთი შეხევდით ოპერაცია მარტივი ჩანდა და ჯარს, რომელიც შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, მძიმე ტექნიკით და ვერტფრენებითაც კი მარტივად უნდა გაენადგურებინათ თხების პოპულაცია, თუმცა ოპერაცია წლების განმავლობაში გაიწელა, რადგან თხებმა კუნძულის სიღრმეებში, სხვადსხვა მღვიმეებსა თუ გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. საბოლოოდ, 2006 წელს, ოპერაციის დაწყებიდან 9 წლის შემდეგ, ეკვადორის მთავრობამ განაცხადა, რომ არქიპელაგის მთავარი კუნძულები სრულად თავისუფალი იყო თხების პოპულაციისგან, ხოლო მრავალი ცოცხალი არსება, რომელიც გადაშენების პირას იყო, ისევ დაიწყო მათმა რაოდენობამ ზრდა - გალაპაგოსის კუნძულები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

*ფოტოზე: გალაპაგოსის ზღვის ლომები (ფოტოს წყარო: ვიკიპედია)


გალაპაგოსის კუნძლების შემთხვევა კარგ მაგალითს გვაძლევს, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ეკოლოგიური ბალანსის დარღვევამ. ამავდროულად, შესაძლოა პროცესები უკონტროლო გახდეს, როგორც მაგალითად ავსტრალიაში მოხდა. 1932 წელს ავსტრალიაში სირაქლემოს სახეობა "ემუს" პოპულაციის მასობრივი გავრცელების გამო, მსგავსი პრობლემები შეიქმნა, როგორიც გალაპაგოსის არქიპელაგზე. იმჟამინდელმა ავსტრალიის ხელისუფლება კი იძლებული გახდა სირაქლემებისთვის გამოეცხადებინა ომი და რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს დამარცხდა, რადგან თხებისგან განსხვავებით, ემუმ თვითგადარჩენის უკეთესი ინსტიქტები გამოავლინა.


ყოველივე აქედან გამომდინარე, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოყვეს. ხოლო იმისთის, რომ ეს ბალანსი არ დაირღვეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა გლობალური დათბობის ტემპის შემცირებაა. სანამ კაცობრიობა იმაზე მსჯელობს, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს კლიმატის ცვლილებას, პრობელმა კიდევ უფრო ღრმავდება. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს ქალაქ ტეხასში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა, ზოგიერთმა ადგილობრივმა პირველად ნახა თოვლი. მეტიც, ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო ელექტროენერგია შეუწყდა მილიონობით მოსახლეს, ასევე შეწყდა სასმელი წყალის მიწოდებაც. რამდენადაც ირონიულად არ უნდა ჟღერდეს ქალაქი ტეხასი, რომელსაც აშშ-ს ენერგეტიკულ დედაქალაქს უწოდებენ, სწორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თანაც რამდენიმე დღით. ბუნებისთვის მსგავსი ირონია უცხო არ არის. მაგალითად, 2019 წელს ქალაქ ნიუ-ორკში გაეროს კლიმატის სამიტი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ლიდერი დაესწრო. ლიდერებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების შემაჩერებელ სამოქმედო გეგმაზე. სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ანტარქტიკის კონტინენტს 315 მილიარდი ტონის აისბერგი მოწყდა.


მიუხედავად არსებული გამოწვევების სიმძიმისა გამოსავალი მაინც არსებობს და ამ თემაზე უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ოგანიზაციაც, რომელსაც უკვე შემუშავებული აქვს მრავალი სტანდარტი, რომელის დახმარებითაც შესაძლებელია გლობალურ დათბობასთან ბრძოლა. მათ შორის ერთ-ერთია ISO 14067:2018 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ნახშირბადის ნაკვალევის სიდიდის გაზომვა და ანგარიშგება. ნახშირბადის ნაკვალევი არის სათბურის აირების საერთო რაოდენობა, რომელიც ატმოსფეროში გაიფრქვევა ადამიანის, რაიმე ღონისძიების, კომპანიების საქმიანობის ან ნებისმიერი პირის შესაბამისი მოქმედების გამო. აღნიშნული სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციასთან, განურჩევლათ მათი საქმიანობის პროფილისა თუ ზომისა და მათ სთავაზობს ისეთ გზებს, რომელის დახმარებითაც შესაძლებელია სათბურის აირების გამოყოფის შემცირება.


სტანდარტი შემუშავებულია ISO/TC 207/SC 7 კომიტეტის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებით. აღნიშნულ კომიტეტს არსებიბის ისტორიაში შემუშავებული აქვს 11 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 7 ახალ სტანდარტზე მუშაობს.



ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.