• გიორგი კიკაძე

ელექტრომაგნიტური გამოსხივება - საფრთხე თუ უსაფუძვლო პანიკა?

XXI საუკუნე ელექტრონული დანადგარების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ მათ ვიყენებთ ყოველდღიურად. მაგალითად როდესაც მივდივართ სამსახურში მეტროთი, ან როდესაც ვსაუბრობთ ტელეფონზე, ვუყურებთ ტელევიზორს, ან თუნდაც როდესაც ვიყენებთ სარეცხ მანქანას. მათი საშუალებით ვიმარტივებთ ცხოვრებას და ვზოგავთ უამრავ დროს, თუმცა ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ მათ გამოსხივება აქვთ - ელექტრომაგნიტური რადიაცია, რომელიც ჩვეს სხეულზე ყოველდღიურ რეჟიმში მოქმედებს. რამდენად საშიშია ყოველივე ეს? ან თუ საშიშია, როგორ უნდა დავიცვათ თავი?

სანამ საკითხს უფრო ჩავუღმავდებით, პირველ რიგში გავიაზროთ თუ რა არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ელქტრომაგნიტური გამოსხივება ტალღური ტიპის მოვლენაა, რომელიც შედგება ელექტრო და მაგნიტური ველებისგან. როდესაც ვსაუბრობთ გამოსხივებაზე, ალბათ ყველას თავში ამოგვიტივტივდება რადიაციული გამოსხივება, რომელიც საკმაოდ საშიშია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის. თუმცა მოდი საკითხს სხვა კუთხიდან შევხედოთ. არსებობს ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა ტიპი ტალღის სიხშირის მიხედვით: რადიო ტალღები, მიკროტალღები, ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული სინათლე, ულტრაიისფერი გამოსხივება, რენტგენის სხივები და გამა გამოსხივება. სწორედ ეს უკანასკნელია საშიში ცოცხალი არსებებისთვის. ანუ გამოდის, რომ სინათლეც ისეთივე ელქტრომაგნიტური გამოსხივებაა, როგორიც მაგალითად გამა გამოსხივება, რომელიც რადიოაქტიული ბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების დაშლისას წარმოიქმნება. თუმცა მათ შორის განსხვავება ტალღების სიხშირეა. გამა გამოსხივება იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია ატომის სტრუქტურის დაზიანება, რაც იწვევს ცოცხალ არსებებში დამწვრობას და გენეტიკურ დაზიანებას, მაგრამ, მაგალითად ხილული სინათლე საამისოდ საკმაოდ სუსტია - შესაბამისად ჩვენი სიცოცხლისთვის სრულად უსაფრთხო, ისევე როგორც რადიო ტალღები და სხვა დაბალსიხშირიანი ტალღების მქონე ელექტრომაგნიტური გამოსხივება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანი სხვადასხვა ტიპის ელქტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ ვცხოვრობთ, ისე რომ ამას საერთოდ ვერ ვიაზრებთ. ასეთი გამისხივების წყარო შეიძლება იყოს მზე (ინფრაწითელი და ხილული სინათლე) დედამიწა (ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც გვიცავს მზის ქარებისგან) ან თუნდაც მობილური ტელეფონი, მიკროტალღური ღუმელი და სხვა. თუმცა ფაქტი ერთია - მათი გამოყოფილი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტალღების სიხშირე იმდენად დაბალია, რომ ჩვენს ორგანიზმს საფრთხეს ვერ უქმნის და ჯამრთელობისთვის უსაფრთხოა. თუმცა დადგენილი ფაქტია, რომ ძალიან ხშირი კონტაქტი ელეტრონულ დანადგარებთან შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი ან უძილობა. ასე რომ, უმჯობესია მაინც არ გავატაროთ მათთან დიდი დრო.

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.