• გიორგი კიკაძე

ენერგოეფექტურობა და განახლებული ISO 50001 სტანდარტი

ენერგიის ეფექტურად მოხმარება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ამ უკანასკნელზე გაზრდილი მოთხოვნა კი კლიმატური ცვლილებების საწინდარია. დარგის ექსპერთა დასკვნით, სათბური აირების 60 პროცენტი ატმოსფეროში ადამიანთა მხრიდან სხვადასხვა ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შედეგად გამოიყოფა. ამავე დროს, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდ ადამიანს არ აქვს საკმარისი წვდომა ელექტროენერგიაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენერგოეფექტურობის უდიდეს მნიშვნელობას. და მაინც, რა უნდა გააკეთოს მსოფლიომ ენერგიის კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარებისთვის?

ISO 50001 სტანდარტი

სწორედ ზემოთხსენებული პრობლემებიდან გამომდინარე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2011 წელს შეიმუშავა ISO 50001 სტანდარტი, რომლის მიზანი ენერგიის ეფექტურად მოხმარებაა. სტანდარტი აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). იგი ეფუძნება მრავალეროვნულ და რეგიონულ სტანდარტს, მაგალითად ევრონორმა EN 16001.

​სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეკონომიკურ სექტორებში ISO 50001 სტანდარტის მიზნობრივად ფართო გამოყენებამ, როგორც გლობალური ენერგო მენეჯმენტის სისტემის მოდელისა, შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 60 %-ზე. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2018 წელს გაანახლა ISO 50001 სტადანრტი და კიდევ უფრო უკეთ მოარგო თანამედროვე გამოწვევებს.

სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 301 კომიტეტის მიერ, რომელსაც შემუშავებული აქვს სხვა 17 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად მუშაობს 7 ახალ სტანდარტზე.

ISO 50001 სტანდარტის უპირატესობები

  • ​გაზრდილი ენერგო-ეფექტურობა.

  • შემცირებული თვითღირებულება.

  • გაუმჯობესებული გარემო პირობები.

  • შემცირებული რისკები.

  • გაზრდილი ენერგო უსაფრთხოება.

ვის შეუძლია დანერგოს აღნიშნული სტანდარტი?

ISO 50001 აყალიბებს სტრუქტურას ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნებისთვის; კომერციული, ინსტიტუციონალური და სახელმწიფო ობიექტების და ყველა სხვა ორგანიზაციისთვის, რათა მართონ ენერგია ეფექტურად.

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ ISO 50001 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ ენერგო მენეჯმენტის სისტემის გამოყენებით.

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.