top of page

ენერგომენეჯმენტის სისტემები უკეთესი მომავლისთვის

კაცობრიობა განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. ყველაფერი კი დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, კოგნიტურ რევოლუციამდე, როცა ადამიანები მონადირე-შემგროვლებულ ცხოვრებას ეწეოდნენ და პირველად აღმოაჩინეს ცეცხლი. ადამიანი მიხვდა, რომ შეეძლო ენერგიის ეს წყარო სათავისოდ გამოეყენებინა და ცხოვრება უფრო მეტად გაემარტივებინა. ცეცხლი მას ანიჭებდა უპირატესობას გარეული ცხოველების დაფრთხობისას, შეეძლო სუსხიან დღეებში გამთბარიყო და მოემზადებინა საკვები. ნელ-ნელა ადამიანმა ენერგიის სხვა წყაროების ათვისებაც დაიწყო, როგორიცაა წყლისა და ქარის ენერგია, რის შედეგადაც განვითარდა მეზღვაურობა, აიგო ქარისა და წყლის წისქვილები და ა.შ. საბჭოთა ასტროფიზიკოსი ნიკოლაი კარდაშევი თვლიდა, რომ ცივილიზაციის განვითარების დონეს საუკეთესოდ განსაზღვრავდა მოხმარებული ენერგიის მოცულობა. მან თავის თეორიას მარტივი ლოგიკა დაუდო სათავედ, რომლის მიხედვითაც, რაც მეტ ენერგიას მოიპოვებს ცივილიზაცია, მით უფრო განვითარებულია ის. მეტიც, მეცნიერმა შექმნა ცივილიზაციის განვითარების დონის განმსაზღვრელი შკალა, რომელშიც გამოყო 3 დონის ცივილიზაცია. ამჟამად კაცობრიობას ამ შკალაზე 0.71 ქულით ჯერ პირველ დონემდეც არ მიუღწევია, ხოლო იმისთვის, რომ სწარაფად განვითარდეთ და შკალაზეც წინ წავიწიოთ, ენერგომენეჯმენტის სისტემები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.

ენერგომენეჯმენტი

დედაბუნება უხვად გვაძლევს ენერგიას, რომელიც შესაბამისად უნდა ავითვისოთ და შემდეგ ეს ენერგია მოვიხმაროდ ეფექტურად. აი სწორედ აქ ერთვება საქმეში ენერგომენეჯმენტის სისტემები (EnMS) და გვაძლევს საშუალებას ენერგიის ეფექტური მოხმარებით მნიშვნელოვნად დავზოგოთ ფინანსური სახსრები და ამავე დროს გავუფრთხილდეთ პლანეტის ეკოლოგიას. ეს უკანასკნელი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლო წლების მოვლენებმაც კარგად დაგვანახა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გლობალური დათბობა, რომლის გამომწვევი მთავარი ფაქტორი სათბური აირების გამოყოფაა. 2015 წლის პარიზის კლიმატური შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი საწარმოების მინიმუმ მეოთხედმა, რომლებიც საკუთარი საქმიანობით განსაკუთრებით ახდენენ გავლენას მსოფლიო კლიმატზე, უნდა იმოქმედონ პარიზის შეთანმხების გაწერილი გეგმის მიხედვით და შეასრულონ საერთაშორისოდ შემუშავებული რეგულაციები. თუმცა, მიმდინარე წლის კვლევებით გამოიკვეთა, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც იცავენ ყველა რეგულაციას და მიყვებიან გეგმას, ვერ უახლოვდება წინაწარ განსაზღვრულ დონეს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ლონდონის 2021 წლის დეკლარაციის შემუშავება, რომელშიც ჩართული იყო ISO-ც, რომლის მიზანია შეიმუშაოს ისეთი ახალი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ხელს შეუწყობს 2015 წელს გაფორმებულ პარიზის შეთანხმების შესრულებას და პრობლემების აღმოფხვრას. ISO-ს პრეზიდენტის, Eddy Njoroge-ის აზრით:

"ჩვენ ერთად შევიმუშავეთ ისტორიული დეკლარაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას კლიმატის ცვლილებების შეჩერების მიმართ. როდესაც გავხდი პრეზიდენტი, მე ვფიქრობდი, რომ ISO სტანდარტები შეიძლება ყოფილიყო განვითარების კატალიზატორი. ორი წლის შემდეგ, ეს გახდა ჩემი ღრმა რწმენა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, რომელიც ჩვენ და ყველა ჩვენს მომავალ თაობას გვსურს, გვჭირდება და ვიმსახურებთ."

ყოველივე აქედან გამომდინარე, ISO-სა და მის მიერ შემუშავებულ ენერგომენეჯმენტის სტანდარტებს მსოფლიოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის უდიდესი როლი ენიჭება. ამ მხრივ ორგანიზაციას მრავალი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული, როგორიცაა ISO 50001 - ენერგომენეჯმენტის სისტემები და ISO 50005 - სახელმძღვანელო ენერგომენეჯმენტის სისტემების ეტაპობრივი განხორციელებისთვის. ეს უკანასკნელი გათვლილია პატარა და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ნაბიჯ - ნაბიჯ დანერგონ ენერგომენეჯმენტის სისტემები საკუთარ ორგანიზაციაში და გაცილებით ეფექტურად მოიხმარონ ენერგია.


რაც შეეხება ISO 50001-ს, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით ეკონომიკურ სექტორებში აღნიშნული სტანდარტის მიზნობრივად ფართო გამოყენებამ, როგორც გლობალური ენერგომენეჯმენტის სისტემის მოდელისა, შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 60 %-ზე.


ISO 50001 სტანდარტი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, გაზომვების, დოკუმენტირების, ენერგოეფექტურობის და გამომუშავებული სათბურის გაზების ანგარიშების წარდგენის, აგრეთვე ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრიორიტეტების შესახებ. მისი მთავარი უპირატესობებია:

  • გაზრდილი ენერგოეფექტურობა

  • შემცირებული თვითღირებულება.

  • გაუმჯობესებული გარემო პირობები

  • შემცირებული რისკები

  • გაზრდილი ენერგო უსაფრთხოება.

ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ რა პოტენციური შესაძლებლობები და თანამედროვე მიდგომები არსებობს ენერგოეფექტურობის მისაღწევად. ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა.

გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

댓글


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page