top of page

ენერგო-მენეჯმენტის სისტემები და ISO 50009 საერთაშორისო სტანდარტი

ენერგოეფექტურობის ცნება ისე არასდროს ყოფილა უფრო აქტუალური, როგორც ახლა, XXI საუკუნეში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგორესურსებზე. ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო და თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმაც, რომ ენერგორესურსებზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია განვითარებასა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან. შესაბამისად, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან პლანეტის ბუნებრივი წიაღისეული ამოწურვადია, ხოლო განახლებად ენერგიას ათვისება სჭირდება. თუმცა, მხოლოდ განახლებადი ენერგიის ჯეროვანი ათვისება არ იქნება საკმარისი, თუ არ მოხდა ამ ენერგიის სწორი მენეჯმენტი. სწორედ აქ ერთვება საქმეში ენერგომენეჯმენტის სისტემები, რომლის მიზანია ენერგორესურსების ეფექტური მოხმარება. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს იმას, რომ არ მოხდეს ენერგიის უმიზნოდ ფლანგვა და ეს ენერგია გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მსოფლიოს გააჩნდეს ისეთი ხელსაწყოები და ბერკეტები, რომლებიც დაეხმარება აღნიშნულ გამოწვევებთან ეფექტურ ბრძოლაში.


ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანი მიხვდა, რომ იმ ენერგიას, რასაც დედაბუნება უხვად აძლევდა შესაბამისი ათვისება სჭირდებოდა, რათა ცხოვრების დონე ამაღლებულიყო და ყოველდღიური საქმიანობაც ბევრად გამარტივებოდათ. ამის მაგალითია უძველესი წყლისა და ქარის წისქვილები, რომლებიც უკვე არსებობდა რამდენიმე ათასწლეულის წინ რომის იმპერიაში. ძველი ბერძნები კი მიხვდნენ, რომ მზის ენერგიის ათვისებით შესაძლებელი იყო საცხოვრებელი სახლების იმდაგვარი მოწყობა, რომ სახლში ზაფხულში ყოფილიყო სიგრილე, ხოლო ზამთარში სითბო. ამ მიზნით შეიმუშავეს საცხოვრებელი სახლის ენერგოეფექტური დიზაინი, რომლის მიხედვითაც მთავარი ოთახები უნდა განლაგებულიყო სახლის განაპირა ნაწილებში, ხოლო ფანჯრები მიმართული უნდა ყოფილიყო სამხრეთით. ასეთ დაპროექტებულ სახლში, ზამთრის ცივ დღეებში მზე პირდაპირ სახლის ფანჯრებს უყურებდა, ხოლო ზაფხულში კი პირიქით. აღნიშნული კონცეფცია ვენეციელმა არქიტექტორმა ანდრეა პალადიომ ახალ საფეხურზე აიყვანა. მის დაპროექტებულ შენობებში ვხდებოდით მზის ბუნერივი სინათლის ოსტატურად გამოყენებას, შენობის ჰაერით ბუნერბივი ვენტილაციის სისტემას, ენერგოეფექტურ დიზაინს და ა.შ. ეს ყველაფერი კი ანდრეამ ბრწყინვალედ შეუთავასა რომაულ არქაულ სტილს და რენესანსის ეპოქაში ახალი სიტყვა თქვა.


1994 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) იტალიურ ქალაქ ვიჩენზაში (vicenza) პალადიოს დაპროექტებული 23 შენობა და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 24 ვილა, რომელიც ასევე პალადიომ დააპროექტა, მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.



*ფოტოზე: ანდრეა პალადიოს შემოქმედების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში: ვილა "La Rotonda" (ფოტოს წყარო: ვიკიპედია)


რაც შეეხება დღევანდელ დროს, რომელიც ცხადია რადიკალურად განსხვავდება პალადიოს და ზოგადად რენესანსის დროინდელი სამყაროსგან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგიის სწორად გამოყენებას, ენერგოეფექტური შენობების აშენებას და ზოგადად ენერგო მენეჯმენტის სისტემებს. აღნიშნულ საკითზე უკვე მუშაობს მრავალი ორგანიზაცია. მათ შორის ერთ-ერთია სტანადრტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აღნიშნულ საკითზე არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს მრავალი სტანდარტი. მათ შორისაა ახალი ISO 50009 სახელმძღვანელო: ენერგიის მართვის სისტემები - რამდენიმე ორგანიზაციაში ენერგიის მართვის ერთიანი სისტემის დანერგვის სახელმძღვანელო მითითებები. აღნიშნულისახელმძღვანელოს დახმარებით შესაძლებელია რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებიც მუშაობენ მომსახურებისა თუ წარმოების ერთ სფეროში ან ტერიტორიულად მდებარეობენ ერთმანეთთან ახლოს ან ჰყავთ ენერგიის ერთი და იგივე მიმწოდებელი ერთიანად მოახდინონ ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია, დანერგონ ენერგიის მართვის ერთიანი სისტემა, მიუხედავად მათი ზომისა თუ ენერგიის მოხმარების მაჩვენებლებისა. აღნიშნული სახელმძღვანელო შესაძლოა გახდეს ახალი შესაძლებლობა უამრავი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც სურთ ერთიანი ძალისხმევით ეფექტურად გამოიყენონ ენერგია, არ მოხდეს მათი უაზრო ფლანგვა და დახვეწონ ენერგომენეჯმენტის სისტემა. სწორედ ამას აღნიშნავს იმ კომიტეტის ერთ-ერთი წარმომადგელი Shigeki Sakamoto, რომელიცაქტიურად იყო ჩართული აღნიშნული სახელმძღვანელოს შემუშავებაში.

"ISO 50009 საკმაოდმოქნილია გამოსაყენებლად პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ორგანიზაციებს სურთ ენერგოეფექტურობის საერთო მიზნის გაზიარება, მათ შორის მსხვილი კომპანიის სხვადასხვა ფილიალის ან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს."

მისი განცხადებით ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციების მხრიდან ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარება ამ საკითხში, რომელიც აუცილებლად წაადგება სასკითეთოდ თითოულმათგანს.

აღნიშნულ სახელმძღვანელოზე მუშაობდა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 301 კომიტეტი, რომელის საქმიანობისსფეროც ენერგომენეჯმენტის სისტემების შემუშავებაა. კომიტეტს არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 20 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 5 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comentários


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page