ვებინარი თემაზე: "COVID-19 და სურსათის უვნებლობა"
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ISO) და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) ორგანიზებით, 2020 წლის 15 ივნისს, თბილისის დროით 17:30 საათზე ჩატარდება ვებინარი თემაზე: "COVID-19 და სურსათის უვნებლობა - როგორ შეუძლიათ მცირე მეწარმეებს კვების ინდუსტრიაში გაუმკლავდნენ გამოწვევებს ISO სტანდარტების დახმარებით და მიაღწიონ წარმატებას ახალ დღის წესრიგში"
ვებინარის მიმდინარეობისას შეგეძლებათ:
მიიღოთ ინფორმაცია ISO 22000 სტანდარტისა და თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული სხვა სტანდარტების სარგებელზე, რათა უზრუნველყოთ უსაფრთხო საკვები პროდუქციის წარმოება, დასაქმებულების და მომხმარებლების ჯანმრთელობა პანდემიის დროს და მის შემდეგ.
დარწმუნდეთ ISO სტანდარტების რელევანტურობაში COVID 19-ის წინააღმდეგ და გაიგოთ, თუ რა როლს ასრულებენ სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოები.
ვებინარში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია
ისე როგორც არასდროს, სასურსათო მიწოდების ჯაჭვში ჩაბმულ მცირე და საშუალო საწარმოებს მოეთხოვებათ მიიღონ ზომები თავიანთი მუშაკების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, თავიდან აიცილონ კონტაქტი COVID-19-ით დაინფიცირებულ წყაროსთან და გააძლიერონ სანიტარული და საკვები ჰიგიენის პრაქტიკა.
სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო შეიძლება დაგეხმაროთ გამოსავლის პოვნაში. ISO სტანდარტები ძლიერი ბიზნეს ინსტრუმენტების ერთობლიობაა, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს პანდემიის შემდეგ აღიდგინონ საწარმოო სიმძლავრეები.
მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებმაც დანერგეს ISO 22000 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა და მასთან დაკავშირებულ სტანდარტები, კარგად მომზადებულები შეხვდებიან და გაუმკლავდებიან COVID 19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Yorumlar