ვებინარი: "HACCP – 2021 წლის ვალდებულებები და გამოწვევები"

თარიღი: 9 დეკემბერი, 2020

დრო: 11:00 სთ.

ხანგრძლივობა: 1 საათი.

დასწრება თავისუფალია. დარეგისტრირდით >>


საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს #409 დადგენილების შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად, სხვადასხვა სექტორის ბიზნესოპერატორებისათვის, სავალდებულო ხდება HACCP სისტემის დანერგვა და გამოყენება.

ოთხშაბათს, 9 დეკემბერს გიწვევთ "ISO Consulting"-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე HACCP – 2021 წლის ვალდებულებები და გამოწვევები“.


ვებინარზე განხილული იქნება სურსათის უვნებლობის რეგულაციებში შესული ის ცვლილებები, რომელთა შესრულებაც ეტაპობრივად სავალდებულოა 2021 წლის 1-ლი იანვრიდან.


ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • გამოწვევები და პერსპექტივები, რომლებიც თან ახლავს განახლებული რეგულაციების ამოქმედებას;

  • ბიზნესის რომელ სექტორზე და როდიდან გავრცელდება სურსათის უვნებლობის განახლებული მოთხოვნები;

  • რა თავისებურებები ახასიათებს HACCP სისტემის დანერგვას და რა უნდა გაითვალისწინოთ HACCP სისტემის შედეგიანი ფუნქციონირებისათვის;

  • რა ეფექტს მოახდენს ეს ცვლილებები ბიზნესგარემოზე;

  • რა პროგრამები იგეგმება ბიზნესსექტორის დასახმარებლად, რათა ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს განახლებული მოთხოვნების ადაპტაცია.


ვებინარის წამყვანები:

  • ივანე დიდბერიძე - ISO Consulting-ის აღმასრულებელი ოფიცერი;

  • გიორგი მიქაძე - სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

  • გვანცა ქორაია - სურსათის უვნებლობის კონსულტანტი, FSSC 22000 და BRCGS წამყვანი აუდიტორი;

  • დათო შერვაშიძე - USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენეტის ლიდი.


ვებინარი ტარდება zoom პლატფორმის გამოყენებით.

ვებინარზე დასწრება თავისუფალია. თქვენ შეძლებთ დასვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები.

აგრეთვე, ვებინარს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენი კომპანიის Facebook Live-ის მეშვეობით ან უყუროთ ვიდეოჩანაწერს.


რეგისტრაცია >>

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი