top of page

ვეგეტარიანული საკვების ეტიკეტირება

ჯერ კიდევ უძველეს დროში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ხორცის ჭამა შეიცავდა ადამიანური მორალის საწინააღმდეგო საქციელს - მკვლელობას. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ დაგვეკმაყოფილებინა ადამიანური ფიზიოლოგიური მოთხოვნა, როგორიცაა შიმშილი. სწორედ ასეთ ადამიანებს შორის იყო მრავალი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და ა.შ. მაგალითად, მათ შორის იყო პითაგორა, პლუტარქე, სოკრატე, დიოგენე, არისტოტელე და სხვანი. აღნიშნული იდეები არც აღმოსავლური სამყაროსთვის იყო უცხო და მრავალი აღმოსავლელი სწავლული თუ ფილოსოფოსი მიჰყვებოდა იგივენაირ ცხოვრების წესს. XXI საუკუნეში ვეგეტარიანულმა მოძრაობამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა. დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი უარს ამბობს ცხოველური წარმოშობის ხორცსა თუ სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, კვერცხი თუ ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ქურქი.

არსებობს ვეგეტარიანელობის რამდენიმე ძირითადი სახეობა, როგორიცაა:

  • ოვო-ვეგეტარიანელობა;

  • ლაქტო-ვეგეტარიანელობა;

  • ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელობა;

  • პესკეტაირანელობა;

  • ვეგანობა;

  • raw (უმი) ვეგანობა.

ოვო-ვეგეტარიანელობა გულისხმობს საკვები რაციონიდან ყველა სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტს გამორიცხვას გარდა კვერცხისა. განსხვავებით ოვო-ვეგეტარიანელობისგან, ლაქტო-ვეგეტარიანელობას მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უფრო მეტი მიმდივარი ჰყავს და ამავდროულად გულისხმობს რძიანი პროდუქტების საკვებ რაციონში შეტანას. რაც შეეხება ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელობას ალბათ თავადვე მიხვდებით, რომ აღნიშნული მიმართულება არ გამორიცხავს საკვები რაციონიდან კვერცხისა და რძიანი პროდუქტების ამოღებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე უფრო არა-მკაცრი ვეგეტარიანული მიმდინარეობაა. პესკეტაირანელობა კი საკვები რაციონიდან გამორიცხავს ყველა თბილსისხლიანი სახეობის ხორცსს, გარდა თევზისა და მოლუსკებისა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო მკაცრი მიმდინარეობა ვეგანობაა, რომელიც უარს ამბობს ყველა სახის ცხოველური წარმოშიბის პროდუქტზე, როგორც ხორცხე, ისევე კვერცხზე, რძიან პროდუქტებსა თუ ცხოველის ბეწვისგან დამზადებულ ნებისმიერ ტანსაცმელსა თუ ნაკეთობას. შესაბამისად, ვეგანობა უფრო მეტად ცხოვრების სტილია, რომელიც მაქსიმალურ თანაგრძნობას უცხადებს ცხოველებს, როგორც ცოცხალ არსებებს და პატივს სცემს მათ. რაც შეეხება უმ ვეგანობას, მას შეგვიძლია ვუწოდოთ ცოცხალი კვება და გულისხმობს მხოლოდ უმი პროდუქტების მირთმევას, ცხადია ყველანაირი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც ამოღებულია საკვები რაციონიდან. დასაშვებია მხოლოდ საკვების თერმული დამუშავება 40 გრადუსამდე.


“მე ვგრძნობ, რომ სულიერი პროგრესი თავის გარკვეულ სტადიაზე მოითხოვს ჩვენგან, რომ შევწყვიტოთ ჩვენი მცირე ძმების დახოცვა სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.” - მაჰათმა განდი

როგორც უკვე ვახესენეთ, XXI საუკუნეში ვეგეტარიანული მოძრაობა ძალიან პოპულარული გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი პოპულარობა მუდმივად იზრდება. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ამბობს უარს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე ან მათ ნაწილზე და უერთდება ვეგეტარიანელთა დიდ ოჯახს. შესაბამისად, ბაზარზე წარმოიქმნება თვისებრივად ახალი სეგმენტი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა მრავალი ორგანიზაციისთვის, რომელიც ჩაბმულნი არიან სურსათის წარმოებაში. ისინი ცდილობენ შევიდნენ და აითვისონ აღნიშნული მზარდი ბაზარი სხვადასხვა შეთავაზებებითა და პროდუტქების წარმოებით, რაც წარმოშობის იმის აუცილებლობას, რომ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით მოხდეს აღნიშნული ბაზრის დარეგულირება და კალაპოტში მოქცევა.


სწორედ ამ საკითხზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც შეიმუშავა ახალი ISO 23662 სტანდარტი, რომელიც უზრუნველყობს ვეგანური და ვეგეტარიანული საკვები პროდუქტების და სასურსათო ინგრედიენტების შესაბამის, საერთაშორისოდ შეთანხმებული სახით ეტიკეტირებას. ეს უკანასკნელი გვაძლევს პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციას და ამავე დროს, არის გარანტი იმისა, რომ აღნიშნული პროდუქტი განეკუთვნება ისეთ კატეგორიას, რომელიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.


ჯგუფის ლიუდერმა, რომელიც მუშაობდა აღნიშნული სტანდარტზე, დომინიკ ტაემანსმა (Dominique Taeymans) ერთ-ერთი ინტერვიუსას ხაზი გაუსვა აღნიშნული სტანდარტის დიდ მნიშვნელობას და მის სარგებელს:


”თანამედროვე მომხმარებლები ელიან მკაფიო, თანმიმდევრულ და გულახდილ შეტყობინებებს კვების პროდუქტებზე, რომლებსაც არჩევენ და ყიდულობენ. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც აქვს განსაკუთრებული დიეტა, მაგალითად ვეგეტარიანელებს ან ვეგანებს” - განაცხადა მან.

ISO 23662 სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 34 ტექნიკური კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 896 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 101 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comentarios


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page