ვირტუალური ტრენინგი - "მომზადება ISO 9001 სტანდარტისთვის"
15-16-17 თებერვალი, 2022 წელი
ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის".
რატომ ეს კურსი?
ISO 9001 შეიქმნა, როგორც მენეჯმენტის სისტემის საუკეთესო პრაქტიკის მოდელი. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებულნი ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 სტანდარტი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.
კურსი არის სახალისო და პრაქტიკული.
წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რაც დაგეხმარებათ სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკულ გამოყენებაში.
აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი", რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "LRQA"-ის მიერ.
წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას.
იხილეთ ტრენინგის პროგრამა:
სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა.
წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის.
ტრენინგს უძღვება LRQA-ის და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 18 წლიანი სამუშაო გამოცდილებით - ივანე დიდბერიძე.
ტრენინგის პაკეტი მომზადებულია LRQA (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.
ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე).
ვირტუალური ტრენინგის ფორმატი
ტრენინგი ტარდება ZOOM-ის პლადფორმის გამოყენებით.
ტრენინგის ყველა მონაწილეს დასჭირდება:
კომპიუტერი, უწყვეტი ელექტრო ენერგიით და ინტერნეტით
კომპიუტერთან დაკავშირებული ვიდეო კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი
სამუშაო ქაღალდი და ფერადი ფანქრები.
გაფრთხილება! მონაწილეების მობილური ტელეფონით ვერ შეძლებენ ტრენინგში მონაწილეობის მიღებას, რადგან ტრენინგი არის პრაქტიკული.
რეგისტრაცია
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 8 მონაწილე).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28 იანვარი, 2022 წელი.
ტრენინგის ღირებულება: 680 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).
გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 4 თებერვლისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე.
მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და სერტიფიკატების გასაცემად).
ღირებულება მოიცავს:
სწავლებას;
40 გვერდიან გზამკვლევს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით;
სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;
"LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Mob.: 592 - 24 36 39
ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.
ISO Consulting - Professionals for professionals
Comentarios