top of page

ვოქრშოპი - „HACCP სისტემის დანერგვა HoReCa სექტორში“

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - GIZ-ის (German Corporation for International Cooperation GmbH) სრული დაფინანსებით კომპანია “ISO Consulting” ახორციელებს პროექტს სვანეთის რეგიონში მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ტურისტულ სექტორში და აქვთ HACCP სისტემის დანერგვის ვალდებულება თავიანთ სამზარეულოში.


პროექტის ფარგლებში, კომპანია „ISO Consulting“ დაეხმარება დაინტერესებულ ორგანიზაციებს HACCP სისტემის დანერგვაში. ამისათვის, 6 - 10 ივნისის ჩათვლით (6-7-8-9-10 ივნისი) დაბა მესტიაში ჩატარდება 5 დღიანი ვორკშოპი „HACCP სისტემის დანერგვა HoReCa სექტორში“. ვორკშოპში მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ:

  • შეისწავლონ HACCP სისტემა;

  • შეადგინონ თავიანთი სამზარეულოს HACCP სისტემის დოკუმენტაცია;

  • მიიღონ სახელმძღვანელო სამზარეულოში HACCP სისტემის დასანერგად.

ვორკშოპის სრული პროგრამა იხილეთ დანართში:






დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია 2022 წლის 3 ივნისამდე.


მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია, ვორკშოპი განკუთვნილია მხოლოდ 15 მონაწილისათვის. ვორკშოპზე ერთი ორგანიზაციიდან დასაშვებია მაქსიმუმ 2 მონაწილეს რეგისტრაცია. რეგირაციის დროს აუცილებლად მიუთითეთ თითოეული მონაწილის პოზიცია ორგანიზაციაში.

ორგანიზაციები შეირჩევიან მიღებული განაცხადების მიხედვით.




 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page