top of page

თანამედროვე ფოტოგრაფია და განახლებული ISO 12232 სტანდარტი

თანამედროვე ფოტოკამერებს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს ცხოვრებაში გამორჩეული მომენტები სამუდამოდ ავღბეჭდოთ სურათზე და რაც ყველაზე მთავარია - საკმაოდ მაღალი ხარისხით. ბოლო პერიოდში, პროფესიონალური ფოტოკამერების მხარდამხარ, განსაკუთრებით განვითარდა სმარტფონების კამერები, რომელთა საშუალებითაც არანაკლებ ხარისხიანი სურათების გადაღებაა შესაძლებელი. და მაინც, რა დგას ასეთი მაღალი ხარისხის უკან? როგორ განვითარდა ტექნოლოგიები ამ განხრით ასე სწრაფად?

დაახლოებით 5 წლის წინ წარმოუდგენელიც კი იქნებოდა ისეთი სმარეტფონების არსებობა, რომლებსაც არანაკლებ ხარისხიანი სურათების გადაღება შეეძლებოდათ, ვიდრე პროფესიონალურ კამერებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეულმა ბრენდმა "სამსუნგმა" წარადგინა ახალი მოდელი, რომელსაც 108 მეგაპიქსელიანი კამერა და 3x ოპტიკური მოახლოების შესაძლებლობა აქვს. ამავე დროს, თანამედროვე სმარტფონებისთვის 4K ფორმატში ვიდეოს გადაღება პრობლემა აღარ არის.

ფოტოკამერების ინდუსტრიის განვითარების გზაგზე თავისი წვლილი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასაც მიუძღვის, რომელმაც ჯერ კიდევ 1998 წელს შეიმუშავა ISO 12232 სტანდარტი. ორგანიზაციამ აღნიშნული სტანდარტი 2006, ხოლო შემდეგ 2019 წელს გაანახლა და თანამედროვე გამოწვევებს მაქსიმალურად მოარგო. ISO 12232:2019 სტანდარტი მნიშვნელოვნად ეხმარება მწარმოებლებს ფოტოკამერების შექმნის პროცესში. სტანდარტის დახმარებით კამერებს უკეთ შეეძლებათ უფრო მკაფიო და დაბალ განათებაზე სენსიტიური სურათების გადაღება, რაც საშუალებას გვაძლევს ღამის პერიოდში იდეალური ფოტოები გადავიღოთ.

*სხვაობა ჩვეულებრივ კამერასა დ დაბალ განათებაზე მაღალმგრძნობელურ კამერას შორის.

სტანდარტი შეიმუშავა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/TC 42 კომიტეტმა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა სხვა 201 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავების პროცესში და ამჟამად 16 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page