top of page

კვამლში გახვეული ზაფხული

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის,

ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“

პაპი ფრანცისკე |

კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე აქტიურად იგრძნობა - ბუნებრივი კატაკლიზმები ბოლო წლების მანძილზე საგანგაშოდ გახშირდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ითვლებოდა, რომ ბოლო 139 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი კატასტროფა 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა 2019 წლის ზაფხულში მომხმდარმა მართლაც ტრაგიკულმა მოვლენებმა თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით თვით კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებიც კი შეაშფოთა და დააფიქრა.

მძიმე ზაფხული იმით დაიწყო, რომ ისლანდიაში ყველაზე დიდი მყინვარი მთლიანად დადნა, ხოლო გრენლანდიამ მხოლოდ ივნისის თვეში 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ თუ რა მასშტაბის სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა მოვლენამ.

ბუნებრივი კატასტროფების ჩამონათვალი, რომლებიც დედამიწაზე ამ წუთებში მიმდინარეობს, ასე გამოიყურება:

ხანძრებია კანარის კუნძულებზე, საბერძნეთში, პორტუგალიაში, ალჟირში და ამერიკის რამდენიმე შტატში (კალიფორნია, ორეგონი, ვაშინგტონი, კოლუმბია, მონტანა).

მასიური წყალდიდობებია ინდოეთში, პაკისტანში, ნეპალში, ნიგერიასა და ტეხასის შტატში (აშშ).

*წყალდიდობა ინდოეთში

გაუსაძლისმა სიცხეებმა მოიცვა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბოსნია, ხორვატია, სამხრეთ კალიფორნია და სერბეთი. აგვისტოში, სან-ფრანცისკოს ტემპერატურამ მიაღწია 40 გრადუსს, ახლო მომავალში კი მოსალოდნელია 50 გრადუსსამდე გაზრდა.

Yellowstone Volcano-ს ცნობით ივნისიდან დღემდე დაფიქსირდა 2,300 ბიძგი, მათ შორის აღსანიშნავია:

  • 6.1 ბალიანი მიწისძვრა, ცუნამთან ერთად;

  • 8.2 ბალიანი მიწისძვრა ცუნამთან ერთად;

  • ჩილეში – 5.0 ბალი

ქარიშხლი ჰარვი, ირმა (ყველაზე მასშტაბური ისტორიაში), ხოსე და კატია ატლანტიკას დაატყდა თავს.

სანამ ყველაზე მასშტაბურ კატასტროფებზე გადავიდოთით, აუცილებელია ვახსენოთ 8 აგვისტოს რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქებაც, რის გამოც რადიაციულმა ფონმა სულ მცირე, 20-ჯერ მოიმატა. ასევე, ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთი კატასტროფის რეალურ მასშტაბებს მალავს და შესაძლოა, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უზარმაზარი აფეთქების სცენარი გაამეოროს თავისი დუმილისა და რეალური ფაქტების დამალვით.

„ჩერნობილის ტრაგდიის სცენარის კიდევ ერთხელ გამეორების საფრთხეზე თავად პუტინის მხარდმჭერებიც კი ალაპარაკდნენ. მაგალითად, რუსი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი თავისი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ჩრდილოეთის ზღვის უდიდესი ნაწილი რადიაციითაა დაბინძურებული, რის გამოც ყველა ხომალდი თუ ნავი, მათ შორის სათევზაოც, ტერიტორიიდან გაყვანილია.

მართალია, აღნიშნული შემთხვევა არ მიეკუთვნება ბუნებრივ კატასტროფათა რიცხვს, მაგრამ არანაკლები სავალალო შედეგი შეიძლება იქონიოს გარემოზე, ხოლო რეალური ფაქტების დამალვა მნიშვნელოვნად აფერხებს მასთან შედეგიანად ბრძოლის შესძლებლობას.

თუმცა, ამ ზაფხულს, რუსეთის ტერიტორიას გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაც დაატყდა თავს. 23 ივლისიდან ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთის ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. მისმა მასშტაბებმა შესაძლოა რეკორდი მოხსნას - დაფიქსირებულია ხანძრის 262 067 კერა, უკვე დამწვარია 10 მილიონი ჰექტარი, რაც 40-ჯერ აღემატება მოსკოვისა და მისი გარეუბნების ტერიტორიას. ცეცხლის შედეგად გაჩენილმა კვამლმა მთელი ციმბირი დაფარა და უკვე აშშ-სა და კანადამდეც მიაღწია.

ციმბირის ტყეები დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასივია და თავისი მნიშვნელობით (გარემოზე ზეგავლენის კუთხით) არ ჩამოუვარდება ამაზონის ტყეებს (მაგ., ატმოსფეროში C02 და O2 -ის ბალანსის შენარჩუნება და ა.შ.). ასევე, ის ადამიანისთვის საჭირო მერქნის ყველაზე დიდი მარაგის შემცველია დედამიწაზე. მსოფლიოში დამზადებული მერქნის 70% სწორედ ციმბირის ტყეებზე მოდის. ხოლო, იმის გამო რომ მისი უდიდესი ნაწილი წიწვოვანი ხეებისგან შედგება, სრულად აღდგენა, მით უმეტეს სწრაფად, თითქმის შეუძლებელია.

*ხანძარი ციმბირში

მეცნერები ამ შემთხვევაშიც ვერ ადგენენ ბოლომდე, თუ რა შედეგს მოიტანს დედამიწისთვის ხსენებული კატასტროფა, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ აღნიშნული ხანძრის შედეგად კლიმატმა უკვე დიდი ცვლილება განიცადა და კიდევ განიცდის.

თითქოს ამაზე უარესი უკვე ვეღარაფერი მოხდებოდა, მაგრამ ბუნებამ სასტიკად გადაგვიხადა სამაგიერო ჩვენივე ჩადენილი დანაშაულისთვის:

რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიის ქალაქ სან პაულუს ცა მომენტალურად განაცრისფრდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ამაზონის ტროპიკული ტყიდან მონაბერი კვამლი იყო, რომელმაც მთელი ქალაქი დაფარა. ამ ამბავში მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ აღნიშნული ქალაქი ტყიდან 3200 კილომეტრითაა დაშორებული და უკვე აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს იმაზე, თუ უკვე რამხელა გასაჭირში იმყოფებოდა ტყე იმ დროისთვის.

ხსენებული დროიდან მოყოლებული ბრაზილიის ტერიტორიაზე არსებულ ამაზონის ტყეში ხანძარია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გასულ წელს ამ რეგიონში დაახლოებით 73 000-მდე ხანძარი დაფიქსირდა. თუმცა, ამჟამინდელმა ხანძარმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ის უკვე იმ მასშტაბისაა, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს.

და მაინც, რატომაა ამაზონის ტროპიკული ტყე ასეთი მნიშვნელოვანი პლანეტისთვის?

  • ტყე მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს და სწორედ ამიტომაა, რომ მას მეორე სახელიც აქვს – “დედამიწის ფილტვები”;

  • დიდი ინტენსივობით ხდება ნახშირორჟანგის შთანთქმა;

  • არსებული ტროპიკული ტყეები – სავანები დიდ ზეგავლენას ახდენენ კლიმატის ჩამოყალიბებაზე;

  • ტყეში არსებული რესურსებით ხშირად მზადდება სამედიცინო მედიკამენტები – ტყეს მკურნალის ფუნქციაც აქვს (სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას ციმბირის ტყეებზეც;)

  • გამორჩეული ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება – აქ უამრავი ენდემური სახეობის ფლორის და ფაუნის წარმომადგენლს შეხვდებით;

  • დამტკიცებულია, რომ მთელ ამაზონის ტროპიკულ ტყეში მცენარის სახეობა არის 40,000, თევზის - 2,200, ფრინველის - 1,294, ძუძუმწოვარის - 427, ამფიბიის - 428 და ქვეწარმავლის - 378 .

ამაზონის ტროპიკული ტყე ხანძრებისგან სულ უფროდაუფრო დაუცველი ხდება, რასაც ხშირი გვალვები, კლიმატის ცვლილება და ადამიანის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა იწვევს. მაშინ როდესაც, აქ არსებული ნოტიო ჰავის გამო მსოფლიოში კატასტროფების მიმართ ყველაზე მდგრად ტერიტორიად მიიჩნეოდა. ტყეს შეეძლო, “შეეწოვა” მავნე ნივთიერებები და ხშირი წვიმების გამო მალევე ჩაექრო ხანძრები. Amazon Rainforest – სახელწოდებაც სწორედ აქედან წარმოსდგა.

ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ექსპერტების აზრით, ციმბირის და ამაზონის ხანძარი ადამიანების განზრახ ქმედებას უკავშირდება. ბრაზილიის წვიმიან ტყეებში ადგილობრივი ფერმერები წვავენ მიწებს, რათა გაასუფთაონ ის ნარჩენებისგან. გაიჟღერა ასევე დივერსიის ვერსიამაც, სადაც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის სახელიც ფიგურირებს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვებითაა დაინტერესებული.

მსგავსია სიტუაციაა ციმბირში ტყის ხანძრების შემთხვევაშიც. რუსეთში ბალახის დაწვის ტრადიციაა, რითაც ნარჩენი მცენარეებისგან ასუფთავებენ მიწებს. დივერსიის ვერსიამ, რა თქმა უნდა, აქაც გაიჟღერა, მიზნად კი, ოქროს მოპოვებითი სამუშაოების ჩატარება და მეზობელი ჩინეთიდან მოქალაქეების შემოსახლება სახელდება.

სამწუხაროდ, ტყის ხანძრები დაფიქსირდა საქართველოშიც. ამჟამად, მაშველები ორ კერას ებრძვიან. საბედნიეროდ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან არსებულ მასივზე გავრცელებული ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია (ამ ეტაპზე მხოლოდ ტორფი იწვის), თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი კერის ჩაქრობა (25/08/2019).

*ხანძარი ახალსოფელთან

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია თვითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ ტყეში გადაადგილებისას, რადგან ნებისმიერი სახის დაუდევრობამ (ანთებული კოცონის, საწვავის და ალკოჰოლის ნარჩენის დატოვებამ, განსაკუთრებით პლასტმასის ჭურჭელში; სიგარეტის ნამწვის გადაგდებამ) შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზროთ, რომ გარემოს დაცვა კეთილი ნება არ არის, ის სიცოცხლისთვის საჭირო უმთავრესი აუცილებლობაა!

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page