კომპანია "FRIXX"-ში ჩატარდა სურსათის ჰიგიენის და HACCP სტანდარტის ტრენინგები
კომპანია "FRIXX"-ში საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, 2023 წლის აპრილიდან ივნისამდე შუალედში, ISO Consulting მიერ კომპანიის 50-მდე თანამშრომლისთვის ჩატარდა სურსათის ჰიგიენის პრინციპებისა და HACCP სტანდარტის ტრენინგები. აღნიშნული ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოდექს ალიმენტარიუსის მოთხოვნებზე დაფუძნებულ HACCP პრინციპებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას, HACCP სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის და შენარჩუნების პოტენციურ სარგებელს და მოსალოდნელ სირთულეებს, საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესებს (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებს და ა.შ.
კომპანია "FRIXX" დაარსდა 2015 წელს და აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ ჩიფსსა და პოპკორნს. ამავდროულად, კომპანია მუდამ ცდილობს პროდუქციის პორტფელის ზრდას, ხარისხზე ორიენტაციას და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას, რისი დასტურიცაა აღნინშული ტრენინგები. ამჟამად კომპანიის კარტოფილის მინდვრები მდებარეობს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. კომპანია ასევე აქტიურად ხელს უწყობს და თანამშრომლობს ქართველ ფერმერებთან საუკეთესო ნედლეულის მისაღებად.
როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.
ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორანიზაციაში, მოთხოვნის მიხედვით, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.
შეიტყვეთ მეტი ჩვენი ტრენინგების შესახებ.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments