კომპანია "GWS" - FSSC 22000 და ISO 9001 სერტიფიკატის განახლება
"ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" FSSC 22000 და ISO 9001 სერტიფიკატის გასანახლებლად ემზადება.
კომპანია უკვე მრავალი წელია ISO-ს სერტიფიკატების მფლობელია. აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე სერტიფიკატის განახლებისთვის, კომპანიის მენეჯერებმა მიიღეს სათანადო სწავლება და ტრენინგები, რომლის შედეგად გადაწყვიტეს დამოუკიდებლად განეახლებინათ სისტემა, რაც მისასალმებელია.
2018 წლის აგვისტოში შედგა შეხვედრა GWS-ის ხარისხის და სურსათის უვნებლობის ჯგუფის წევრებთან და განხილულ იქნა მათ მიერ შემუშავებული სისტემის ელემენტების შესაბამისობა სტანდარტის მოთხოვნებთან. აგრეთვე დაზუსტდა ის საკითხები, რომელთა გათვალისწინება საჭიროა სერტიფიკაციის განახლების დროს.
_________________________________________
GWS-ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ქალბატონი მაკა ნაცვლიშვილის კომენტარი: - "GWS-ი წელიწადზე მეტია თანამშრომლობს ISO Consulting-თან და ჩვენი ურთიერთობის პირველივე დღიდან გამაკვირვა მათმა პროფესიონალიზმა და მომხმარებელთან მიდგომამ.
მათ მიერ ჩატარებული ტრეინინგებიდან თუ კონსულტაციებიდან მიღებული ცოდნა გვეხმარება მივაღწიოთ მიზანს - წარმატებით გავიაროთ სერთიფიცირება და დავნერგოთ ახალი სისტემები, რომლებიც დაგვეხმარება კომპანიის წარმატებით მართვაში.
საოცარი გუნდი, საოცარი ხელმძღვანელით! წარმატებას გისურვებთ და მიხარია თქვენთან თანამშრომლობა.
GWS-ის გუნდის სახელით მადლობას გიხდით გაზიარებული ცოდნისა და გამოცდილებისათვის".
ივანე დიდბერიძე, ISO Consulting-ის პროექტების მენეჯერი - "კომპანია GWS 2005 წლიდან ISO 9001, ხოლო 2008 წლიდან ISO 22000 სერტიფიკატების მფლობელია. თუმცა როგორც ხელმძღვანელობა, ასევე მენეჯერები გრძნობდნენ, რომ რაღაც აკლდათ. ეს არის სწორედ ის, რაც ISO სტანდარტების დანიშნულებაა - "სისტემის მუდმივი გაუმჯობესება".
2017 წელს ჩვენ კომპანია GWS-თან ჩავატარეთ პირველი ტრენინგები. თავიდანვე გამოიკვეთა კომპანიის მენეჯერების გუნდის მონდომება, რომ სისტემა გამოეყენებინათ დანუშნულებისამებრ - თავიანთი საქმის გასამარტივებლად და შედეგების გასაუმჯობესებლად. მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ ეს შესაძლებელი იყო ISO სტანდარტების გამოყენებით.
კომპანია GWS-ს ყველა საშუალება აქვს ამისათვის და მჯერა ორგანიზაცია მიაღწევს სასურველ შედეგებს, რადგან დღეისათვის ორგანიზაცია წარმოდგენილია მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რაც აუცილებელი წინაპირობაა შედეგიანი მენეჯმენტის სისტემის დასანერგად და შესანარჩუნებლად".
_________________________________________
კომპანია GWS-ის შესახებ
კომპანია “GWS” დაფუძნდა 1993 წელს. და წარმოადგენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას. საწარმო მდებარეობს კახეთში, ქ. თელავში. კომპანიას ხელმძღვანელობს ფრანგი მეღვინე - ფილიპ ლესპი.
ამჟამად კომპანია აწარმოება ღვინის ბრენდებს: ვისმინო, თამადა, ძველი თბილისი, ადამანტი, რომლებსაც 2018 წლის ბოლომდე კიდევ 2 ბრენდი დაემატება.
წარმოებული ღვინის ექსპორტი ხორციელდება "Marussia Beverages“-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით.
დღეისათვის კომპანია GWS-ის მფლობელობაშია 400 ჰექტრამდე ვენახი. მათგან დაახლოებით 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.
სულ მალე კომპანია “GWS” მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. მომავალ წელს უკვე კომპანიის მფლობელობაში იქნება დაახლოებით 85 ჰა ბიო-ვენახები.
Comments