top of page

კორონავირუსის პანდემია და ISO სტანდარტები

უკვე მეორე წელია, რაც მსოფლიო პანდემიურ რეჟიმში ცხოვრობს. ჩვენთვის უკვე უცხო აღარაა ისეთი ტერმინები, როგორიცაა თერმო სკრინინგი, დისტანციური სწავლება, კარანტინი, კომენდანტის საათი და ა.შ. თითქოს ცხოვრების ახალ წესს მივეჩვიეთ და პანდემიასთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ - ათასობით წლის განმავლობაში ადამიანთა სახეობის გადარჩენის მთავარი ფაქტორი ხომ ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია იყო. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ის უმთავრესი ფაქტორი, რატომაც მიაღწია კაცობრიობამ წარმატებას. გამონაკლისი არც პანდემია ყოფილა, რადგან ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვეული გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. მკაცრი კარანტინის გამო დროის უმეტესი ნაწილის გატარება მოგვიწია საცხოვრებელ სახლებში, იზოლირებულად, რამაც ბევრი რამ შეცვალა, დარტყმა მიადგა ეკონომიკას, მნიშვნელოვნად დაზარალდა ტურიზმის სფერო. თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პანდემიამ დაგვანახა ახალი შესაძლებლობებიც და კაცობრიობაც გახდა უფრო ძლიერი, უფრო გამოცდილი, ვიდრე აქამდე იყო.

2020 წლის 9 იანვარს ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა ინფორმაცია ჩინეთის ქალაქ უჰანში გამოვლენილი აქამდე უცნობი ვირუსის შესახებ, რომელიც იწვევდა პნევმონიას. ორგანიზაიცა იუწყებოდა იმასაც, რომ აღნიშნული ვირუსით დაავადებული იყო 60-მდე ადამიანი, რომლებიც იყვნენ ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. თავდაპირველად აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, რადგან ყოველწიურად ხშირია მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამასთანავე, ეპიდემიოლოგებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ დაზუსტებით, თუ როგორ ვრცელდებოდა აღნიშნული ვირუსი და რასთან ჰქონდათ საერთოდ საქმე. აღნიშნული შემთხვევიდან სულ რაღაც 2 თვეში, 2020 წლის 11 მარტს, ვირუსის გავრცელებამ უკვე იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა - სწორედ ასე დაიწყო პანდემია მსოფლიოში, რომელსაც დღემდე ვებრძვით.


მიუხედავად ყველაფრისა, პანდემია ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ მიდის, რადგან მსოფლიომ ისწავლა როგორ გაუმკლავდეს ვირუსს ეფექტურად, როგორ მოახდინოს მისი პრევენცია. ასევე, უკვე არსებობს მრავალი ვაქცინა, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ვირუსის გავრცელებას და ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იკეთენს ვაქცინის დოზას. პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც უკვე შეიმუშავა მრავალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მნიშნელოვნად გვეხმარება პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ISO 10651-4:2002 სტანდარტი, რომელიც უზრუნველყობს სუნთქვის აპარატების გამართულ და ხარისხიან მუშაობას. ასევე ძალიან დიდ როლს ასრულებს ISO 13688:2013 სტანდარტიც, რომლის მიზანია ვირუსისგან დამცავი ხარისხიანი სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, რაც დიდ როლს ასრულებს ვირუსის პრევენციის გზაზე. გარდა აღნიშნული ორისა, ორგანიზაციას კიდევ მრავალი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული, რომლებიც კაცობრიობას დიდ სამსახურს უწევენ.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Tags:

159 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page