top of page

კოსმოსის ეპოქა და საერთაშორისო სტანდარტები

1956 წლის 4 ოქტომბერს ადამიანმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 გაუშვა კოსმოსში და საფუძველი ჩაუყარა ახალ ერას, რომელსაც ყველანი კოსმოსის ეპოქის (space age) სახელწოდებით ვიცნობთ. კოსმოსურ რბოლაში ორი სუპერსახელმწიფო მონაწილეობდა: საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კოსმოსის შესწავლის ტემპი, ორბიტაზე გაუშვეს მრავალი ხელოვნური თანამგზავრი, რომლებმაც დიდი სარგებელი მოუტანეს კაცობრიობას. ასევე, ორბიტაზე გაუშვეს პირველი ადამიანი: იური გაგარინი, რომელმაც კოსმოსში 1 საათი და 48 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში დედამიწის გარშემო შემოფრენაც მოასწრო. მანამდე, 1960 წელს დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს ძაღლები: ბელკა და სტრელკა. ცხოველებმა კოსმოსში ერთი დღე გაატარეს და უვნებლად დაბრუნდნენ დედამიწაზე. რამდენიმე წლის შემდეგ, ნილ ამსტრონგი და ედვინ ოლდრინი კი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარის ზედაპირზე დადგეს ფეხი. კოსმოსის ეპოქა დღემდე გრძელდება, უამრავი ორგანიზაცია შეისწავლის კოსმოსს და მუშაობს ახალ პროექტებზე, რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს კაცობრიობის განვითარების ვექტორი კოსმოსისკენაა მიმართული და ამას თავისი მიზეზი აქვს: ადამიანები გაცილებით უფრო ხშირად ვიყურებით შორეულ კოსმოსში ვიდრე ოდესმე.

ადამიანები ჯერ კიდევ შორეულ წარსულში აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს. ასტრონომია კარგად იყო განვითარებული ძველ ეგვიპტესა და ინკების იმპერიაში, რომლებსაც შემუშავებული ჰქონდათ უზუსტესი მზისა და მთვარის კალენდარი. 1609 წელს გალილეო გალილეი, რომელსაც შემდგომში თანამედროვე ასტრონომიის მამაც უწოდეს, აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარი აწყობილი ჭოგრიტით ახლოდან დააკვირდა ციურ სხეულებს და უამრავი აღმოჩენა გააკეთა, როგორიცაა: სატურნის რგოლები, მზის ლაქები, ირმის ნახტომის ვარსკვლავცური სტრუქტურა, ვენერას ფაზები და სხვა. გალილეომდე ბევრად ადრე კი პოლონელმა მეცნიერმა ნიკოლოზ კოპერნიკმა დაასკვნა, რომ პლანეტები არა დედამიწის, არამედ მზის გარშემო ბრუნავდნენ. კოსმოსის შესწავლა განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში, ცივი ომის დროს დაჩქარდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგაც არ შეუწყვეტია კაცობრიობას კოსმოსის კვლევა და ის დღემდე, გაცილებით სწრაფი ტემპით გრძელდება. მაგალითად, 2019 წლის აპრილში პირველად გამოქვეყნდა სუპერმასიური შავი ხვრელის რეალური ფოტო, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი დავას რეალურად არსებობდნენ თუ არა შავი ხვრელები.

*ფოტოზე: კოსმონავტი ძაღლების, ბელკასა და სტრელკას, ნახატი

იმისთვის, რომ კოსმოსის შესწავლის ტემპი დაჩქარდეს, მრავალი ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი ISO/TC 20/SC 14 კომიტეტის მიერ ამ მხრივ შემუშავებულია 170 საერთაშორისო სტანდარტზე მეტი, ხოლო კომიტეტი ამჟამად 51 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

კოსმოსის შესწავლას კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის გვეხმარება პასუხი გავცეთ მრავალ ეგზისტენციალურ კითხვას, აღმოვაჩინოთ ახალი პლანეტები, შევიწსავლოთ მზის სისტემა, მოვახდინოთ მარსის კოლონიზაცია თუ ტერაფორმირება და ა.შ. სწორედ სიახლეების ძიებამ და ცნობისმოყვარეობამ გამოიყვანა ადამიანი გამოქვაბულიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას გამოქვაბულში უდარდელად ცხოვრებისთვის ყველაფერი ჰქონდა. სწორედ ეს ცნობისმოყვარეობაა, რომელიც გვაიძულებს მიწიდან ავიხედოთ მაღლა, ვარსკვლავებისკენ, რომლებიც ჩვენგან ძალიან შორს არიან და განვაგრძოთ განვითარება: კაცობრიობამ ხომ ეს ესაა დაიწყო საკუთარი მომავალის იმპერიის შენება.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

1,486 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page