მეტროლოგიის საერთაშორისო დღე
20 მაისს მეტროლოგიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მეტროლოგია მეცნიერებაა გაზომვების და მათი გამოყენების შესახებ. იგი სწავლობს ზუსტ საზომებს, ადგენს გაზომვის მეთოდებსა და საშუალებებს, ზრუნავს გაზომვათა სიზუსტეზე, ქმნის ფიზიკურ ერთეულებსა და ერთეულთა სისტემებს.

მეტროლოგია რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათ შორის ერთ-ერთია საკანონმდებლო ნაწილი, რომელიც აწესებს სავალდებულო ტექნიკურ და იურიდიულ მოთხოვნებს ფიზიკურ ერთეულთა გამოყენებაში, ასევე გაზომვის მეთოდებსა და საშუალებებში. შესაბამისად, ISO სტანდარტებში მეტროლოგია აქტიურად გამოიყენება, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მეტროლოგია, არ იარსებებდა საერთაშორისოდ აღიარებული ISO სტანდარტები. ISO Consulting-ის პროფესიონალთა გუნდი მზადაა დაგეხმაროთ წარმატებით დანერგოთ სხვადასხვა სახის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი და მიაწოდოთ სათანადო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
ISO Consulting - პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.
Comments