top of page

მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ახალი საერთაშორისო სტანდარტი

ყოველდღიურად მსოფლიოში მილიარდობით პროდუქტი იწარმოება. მსოფლიო ბაზარზე კი მწვავე კონკურენციაა, კომპანიები ცდილობენ პოზიციონირების მეშვეობით კონკურენტებისგან გამორჩეულები იყვნენ: ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც წინა მოდელებისგან განსხვავებით უფრო დახვეწილნი და მრავალფუნქციურნი იქნებიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, მრავალი პროდუქტი მახასიათებლებით ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ხოლო ამის გამო მომხმარებელი შოპინგის დროს იბნევა და არ იცის რომელი პროდუქტი უნდა შეიძინოს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ვერ იგებს სწორად როგორ უნდა გამოიყენოს შეძენილი ნივთი, რადგან ხშირად ინსტრუქციები დამაბნეველი ან გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს ისეთი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს, შეძენილი პროდუქტის ინსტრუქციები იქნება ყველასთვის გასაგები, განურჩევლად მომხმარებელთა სალაპარაკო ენისა თუ წარმომავლობისა.

პროდუქტის არასწორად გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს მისი გამძლეობა და მალე გამოვიდეს მწყობრიდან, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს შეზღუდული რესურსები აქვს, ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ როგორც რესურსების გაფლანგვა. ამავე დროს, მომხმარებელი თავს მოტყუებულად გრძნობს და შესაძლოა აღნიშნული ნივთი აღარასდროს შეიძინოს, რაც უარყოფითად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, პროდუქტის ინსტრუქციის ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებამ შესაძლოა მსოფლიოს დიდი სამსახური გაუწიოს.

სწორედ აღნიშნულ გამოწვევაზე მუშაობს მრავალი ორგანიზაცია და ეძებს გამოსავლის გზებს. მათ შორისაა საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია (IEC) და ელექტროობის და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტი (IEEE). აღნიშნულმა ორგანიზაციემა ერთობლივი მუშაობით შეიმუშავეს ახალი საერთაშორისო IEC/IEEE 82079-1 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია ბევრად უფრო გამარტივდეს, გახდეს ყველასთვის გასაგები, ხელი შეეწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და დიდი სამსახური გაუწიოს მსოფლიოს. აღნიშნული სტანდარტი საშუალებას აძლევს მწარმოებლებს უფრო გასაგებად და მარტივად ჩამოაყალიბონ წარმოებული პროდუქციის გამოყენების ინსტრუქცია და ამით მნიშვნელოვნად გაზარდონ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე,


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page