ISO 37120 - ჭკვიანი ქალაქები მსოფლიო მასშტაბით
გუშინ, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა მსოფლიო ქალაქების დღე. ღონისძიებები მსოფლიოს მრავალ ქალაქში მიმდინარეობდა, თუმცა 2019 წლის მასპინძელი ქალაქი ეკატერინბურგი (რუსეთის ფედერაცია) გახლდათ, ხოლო ღინისძიების მთავარი დევიზი "უკეთესი ქალაქი, უკეთესი ცხოვრების დონე" იყო. "მსოფლიო ქალაქების დღის" აღნიშვნის იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს გაჩდა და 2014 წლიდან ყოველ 31 ოქტომბერს აღინიშნება. შეხვდერაზე მხარეებმა მრავალ საკითხზე იმსჯელეს, თუმცა განხილვის მთავარი თემა ქალაქების მდგრადი განვითარება და არსებულ პრობლემებთან ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავება იყო.

ურბანიზაცია საოცარი სისწრაფით იზრდება. დღითი დღე სულ უფრო იმატებს ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელიც სოფლიდან ქალაქში გადადის საცხოვრებლად და ასევე სწრაფად იზრდება ქალაქების მოსახლეობის რაოდენობაც, რაც იწვევს ქალაქების განაშენიანებას და მათ კიდევ უფრო ზრდას ზომაში. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა? რამდენად მზად არიან ქალაქები ასეთი გამოწვევებისთვის? რამდენად შეიძლება მკვეთრად გაზრდილმა მოსახლეობის რაოდენობას ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრების ტემპს საფრთხე შეუქმნას? - სწორედ ამ კითხვებზე იმსჯელეს ეკატერინბურგში. დღეს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ქალაქში ცხოვრობს, თუმცა როგორც ექსპერტები გვეუბნებიან 2050 წლისთვის მათი რაოდენობა გაორმაგდება.
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს აღნიშნულ პრობლემაზე და შემუშავებული აქვს მრავალი სტანდარტი ქალაქებში უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. მათ შორისაა ISO 37120, რომელიც საშუალებს გვაძლევს გავზომოთ, რამდენად მიეკუთვნება ქალაქი "ჭკვიანი" ქალაქების კატეგორიას, რამდენად მორგებულია ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს და რას სჭირდება გამოსწორება. ფაქტრიურად, ISO 37120 საშუალებით ჩვენ ვზომავთ, თუ რამდენად კომფორტულ ქალაქში ვცხოვრობთ. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია ISO 37100 სტანდარტების სერია, რომელთა მთავარი მიზანიც ურბანული მდგრადი განვითარებაა. ეს უკანსასკნელი კი უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს ქალაქების ქაოტური განაშენიანება, რომელიც კიდევ უამრავ პრობლემას წამოჭრის. ასევე გასათვალისწინებელია მსოფლიო კლიმატის ცვლილება, რასაც ქალაქები მომზადებულები უნდა შეხვდნენ. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით ბუნებრივი კატაკლიზმების გამო 17 მილიონმა ადამიანმა იძულებით შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ურბანული მდგრადი განვითარება საშუალებას აძლევს ქალაქის მაცხოვრებლებს იცხოვრონ უკეთეს გარემოში და მათი ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ, ასევე ქალაქები მომზადებულები შეხვდნენ მიგრაციულ ტალღებს და მოხდეს მათი სწორი განაშენიანება.

ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments