top of page

პიროტექნიკა და ახალი საერთაშორისო სტანდარტი

პიროტექნიკის არასწორად გამოყენებამ შესაძლოა დიდი საფრთხე შუქმნას ადამიანის ჯამრთელობას. ახალი წელი კი საახალწლო ტრადიციების გარეშე წარმოუდგენელია: საახალწლო ნაძვის ხე, ფერადი განათებები სახლებსა თუ ქუჩებში, ბევრი ტკბილეული, გოზინაყი, საცივი, ოჯახის წევრებთან ერთად სახლში თბილად ყოფნა, საახალწლო ფილმების ყურება და ფეირვერკის შოუები. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ ლამაზია, როგორც უკვე ვახსენეთ, პიროტექნიკის არასწორად გამოყენება ძალზედ სახიფათოა. ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი იღებს სხვადასხვა საზის დაზიანებასა თუ დამწვრობას. ამიტომაც აუცილებელია არსებობდეს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც პიროტექნიკის გამოწვეულ საფრთხეებს მინიმუმამდე დაიყვანს.


პიროტექნიკა მხოლოდ ადამიანის ჯამრთელობას არ უქმნის საფრთხეს, ის აბინძურებს გარემოსაც. აფეთქებისას გამოიყოფა სხვადასხვა სახის მეტალის ნაწილაკები, რომლებიც შემდგომ ილექება ნიადაგში, ასევე გარკვეული რაოდენობით რჩება ჰაერშიც. მეტალების გამოყენებით შესაძლებელია ფეირვერკისთვის სასურველი ფერის მიცემა. მაგალითად, ლურჯ ფერს უზრუნველყოფს სპილენძი, წითელ ფერს ლითიუმი, ხოლო მწვანეს - ბარიუმი. ცხადია, ეს ელემენტებიც საზიანოა ადამიანის ჯამრთელობისთვის და აბინძურებს გარემოსაც. ასევე, მეტალის ნაწილაკებით დაბინძურებული ნიადაგიდან მოყვანილი მოსავალიც საფრთხის შემცველი იქნება, დაბინძურებულ ჰაერზე რომ არაფერი ვთქვათ.


მაგალითად, ინდოეთში ყოველწიურად აღინიშნება ქალღმერთ ლაქშმის საპატივცემულოდ "დივალის" ფესტივალი, რომელიც ინდური კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღესასწაული 5 დღის განმავლობაში გრძელდება და სრულდება გრანდიოზული ფეირვერკით, რა დროსაც რეკორდული რაოდენობის პიროტექნიკა გამოიყენება, რაც მნიშვნელოვნად აბინძურებს ჰაერს.


*ინდოეთის დედაქალაქი დივალის მიმდინარეობისას (მარცხნივ) და ფესტივალის დაწყებამდე (მარჯვნივ)


ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც უკვე ავღნიშნეთ, აუცილებელია არსებობდეს რაიმე ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც პიროტექნიკისგან გამოწვეულ საფრთხეები მინიმუმამდე დავა. სწორედ ამ თემაზე მუშაობდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა ახალი ISO 21583 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო პიროტექნიკის წარმოება. სტანდარტის დახმარებით შესაძლებელი იქნება ფიზიკური დაზიანების საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდეს.


აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობდა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 264 კომიტეტი, რომელიც სპეციალიზებულია პიროტექნიკის უსაფრთხოების მხრივ და ასრებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 14 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 9 ახალ სტანდარტზე მუშაობს.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals




Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page