top of page

ახალი საერთაშორისო სტანდარტი ხელოვნურ ინტელექტს კიდევ უფრო სანდოს და დაცულს გახდის

თანამედროვე მსოფლიო რთულია ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოვიდგინოთ, რადგან ის უკვე ბევრ რამეში გვეხმარება და ყველგანაა, რასაც ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ ხოლმე. სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობენ ინტერნეტ საძიებო სისტემები, სოციალური ქსელები, ჭკვიანი მოწყობილობები, მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი. მეტიც, უკვე არსებობს ავტოპილოტის ფუნქციის მქონე ავტომობილები, დრონები თუ თვითმფრინავები და ჩვენც ნელ ნელა ვუახლოვდებით იმ მომავალს, რომელიც აქამდე მხოლოდ ფილმებში გვინახავს. საინტერესოა, რა იქნება 10 ან 20 წლის მერე? რამდენად განვითარდება ხელოვნური ინტელექტი? საითკენ მივყავართ ტექნოლოგიური პროგრესის გზას?

1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი". მან ეს უკანასკნელი განმარტა, როგორც პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს, რომელსაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კაცობრიობას განვითარებაში. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის იდეა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბევრად უფრო ადრე, ანტიკურ დროში ჩაისახა ტალოსის კულტის სახით, რომელიც ბრინჯაოსგან იყო შექმნილი და მისი მოვალეობა იყო კუნძულ კრეტის დაცვა დამპყრობლებისგან. თქმულების მიხედვით, ის ზევსმა უბოძა კრეტის მმართველ მინოსს. ასევე საინტერესოა, რომ ტალოსის მოწყვლადი ადგილი ქუსლი იყო. მითოლოგიის მიხედვით ტალოსის დამარცხება გრძნეულმა მედეამ (კოლხეთის მეფის აიეტის უმცროსმა ქალიშვილმა) შეძლო, რომელმაც ზუსტად გამოიცნო გოლიათის სუსტი წერტილი.

უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, ხელოვნურმა ინტელექტმა განვითარების შთამბეჭდავი გზა განვლო და აქამდე არანახულ სიმაღლეებს მიაღწია. მან ჩვენს ცხოვრებაში დაიდო ბინა. ამიტომაც არსებობს ლეგიტიმური კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდოა ხელოვნური ინტელექტი, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვთქვათ ჩვენს მობილურ ტელეფონებში არსებული პირადი ინფორმაცია მესამე პირისთვის აღმოჩნდეს ხელმისაწვდომი? მით უმეტეს, რომ ფიტნეს ტრეკერები, მობილური ტელეფონები თუ სხვა ჭკვიანი მოწყობილობები აგროვებენ ჩვენს შესახებ ინფორმაციას, თუ სად დავდივართ დღის განმავლობაში, რომელ მაღაზიას ვსტუმრობთ, რას ვეძებთ ინტერნეტში, რა არის ჩვენი ინტერესის სფერო და ა.შ.

სწორედ ამ გამოწვევებზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში მრავალი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული პირადი ინფორმაციის დაცვის სფეროში და გამონაკლისი არც ხელოვნური ინტელექტია. სწორედ ამიტომ, 2020 წელს აღნიშნულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ელექტრონულ კომისიასთან (IEC) თანამშრომლობით შეიმუშავა ახალი ISO/IEC TR 24028:2020 სტანდარტი, რომელის დახმარებითაც, ყველა ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური ინტელქტის დახმარებით მუშაობს გახდება გაცილებით უფრო უსაფრთხო და დაცული, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი სანდოობა. სტანდარის დახმარებით შესაძლებელია გაანალიზდეს ყველა ის ფაქტორი, რომლის გამოც შეიძლება დაზიანდეს ხელოვნური ინტელექტის სანდოობა და ამავე დროს, სტანდარტი შეიძლება გამოიყენოს ყველა ტიპის ორგანიზაციამ, მიუხედავად დარგისა თუ ზომისა.

სტანდარტი შეიმუშავა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/IEC JTC 1 კომიტეტის შემადგენლობაში არსებულმა SC 42 ქვეკომიტეტმა, რომელსაც უკვე შემუშავებული აქვს 5 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად 15 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს. კომიტეტის საქმიანობის სფერო პირდაპირ კავშირშია ხელოვნურ ინტელექტთან.

*ფოტოზე - ყველაზე უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელქტის მქონე ჰუმანოიდი რობოტი სახელად სოფია ქალაქ თბილისში. 2018 წელი.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Commentaires


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page