top of page

რატომ არის ISO სტანდარტები მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი?

დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში მრავალი ქვეყანა, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ერთი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე, იზრდება მათ შორის სავაჭრო ბრუნვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ. თავისუფალი ვაჭრობა ეხმარება მსოფლიო ქვეყნებს სწრაფად განავითარონ ეკონომიკა და გაზარდონ ცხოვრების დონე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკა იყოს ჰარმონიზირებული, თვისუფალი ყოველივე ბარიერისგან, რათა ქვეყნებს შორის ეკონომიკური აქტივობა განხორციელდეს რაც შეიძლება მარტივად. თუმცა, ეკონომიკური განვითარება, რომელიც არ იქნება მდგრადი, ფუჭია და ვერ მოიტანს გრძელვადიან კეთილდღეობას. პირიქით, ის მომავალში აუცილებლად წარმოშობს მრავალ პრობლემას. ამას გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიო მოსახლეობის რეკორდული ზრდა, ენერგორესურსებსა და საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის მზარდი მაჩვენებელი, რაც კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. ეს უკანასკნელი კი მზარდ მოთხოვნას გაზრდილი წარმოებით პასუხობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ეკოლოგიური პრობლემები, ასევე დასაქმებულთა შრომის პირობების გაუარესება. ეს მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. შესაბამისად, კაცობრიობას წინ ბევრი საქმე აქვს.

საერთაშორისო სტანდარტები

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმმა" მიმდინარე წელს გამოაქვეყნა "მსოფლიო რისკების მიმოხილვა" რომელშიც 2023 წლის გადმოსახედიდან გამოყო 10 მთავარი რისკი, რომელიც მსოფლიოს შესაძლოა დაემუქროს 2 წლიან და 10 წლიან პერსპექტივაში. კვლევაში ვკითხულობთ რომ მოკლევადიან პერიოდში, მსოფლიოს უმთავრესი რისკი ენერგიაზე და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე ფასების ზრდაა, რაც მძიმედ აწვება განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას. მეორე მთავარი რისკი კი ბუნებრივი კატაკლიზმებია, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კლიმატის ცვლილებებია. 10 წლიან პერსპექტივაში კი "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" აზრით მსოფლიოს უმთავრესი საფრთხეების ათეულში შედიან: კლიმატური ცვლილებები, ბიომრავალფეროვნებისა შემცირება, ეკოლოგიური კოლაფსი, ბუნებრივი რესურსების კრიზისი და ა.შ. როგორც ხედავთ, მსოფლიოს წინ ბევრი სამუშაო აქვს, რათა აღნიშნულ გამოწვევებს შესაბამისად უპასუხოს.


საბედნიეროდ კაცობრიობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO), რომლის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტები მნიშვნელოვნად ეხმარება მსოფლიოს, ისეთი პრობლემების დაძლევაში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებები, მსოფლიოში არსებული სიღარიბის დონე, უმუშევრობა, სასოფლიო-სამეურნეო დანიშნულების ნიადაგის ეროზია, ენერგოკრიზისი და ა.შ. დაარსების დღიდან ორგანიზაციას შემუშავებული აქვს 24 ათასზე მეტი საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც შეგვიძლია დავაჯგუფოთ 6 მთავარ კატეგორიად: ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტები, გარემოს მენეჯმენტის სტანდარტები, ჯამრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტები, ენერგორესურსების მენეჯმენტის სტანდარტები, სურსათის უვნებლობის სტანდარტები და IT უსაფრთხოების სტანდარტები. თითოულ საერთაშორისო სტანდარტზე კი მუშაობენ ექსპერტებით დაკომპლექტებული კომიტეტები. ამასთან ერთად, ISO აქტიურად მონაწილეობის 2015 წელს გაეროს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების 17-ივე მიზნის შესრულებაში. "მდგრადი განვითარების მიზნები" ახალი გლობალური დღის წესრიგის ნაწილია. ის კაცობრიობის სამოქმედო გეგმაა, რომლის მიზანიცაა 2030 წლისთვის მსოფლიომ 17-ივე მიზანს მიაღწიოს, რომელთა შორისაა სიღარიბის დამარცხება, შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და ა.შ. 2023 წლისთვის ISO-ს შემუშავებული აქვს 6 ათასზე მეტი სტანდარტი, რომლებიც ზუსტ შესაბამისობაში მოდიან მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. მეტიც, ზოგიერთი სტანდარტი ხელს უწყობს ერთდროულად რამდენიმე მდგრადი განვითარების მიზნის შესრულებას. მაგალითად, ISO 50001 სტანდარტის დახმარებით შესაძლებელია მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდეს CO2 -ის ემისია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის მატებამ არ გადააჭარბოს 2°C-ს. ეს უკანასკნელი კი სრულ შესაბამისობაში მოდის 2015 წლის პარიზის შეთანმხებასთან, რომლის მიზანია წარმატებით გაუმკლავდეს გლობალური დათბობის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს.


ყოველივე აქედან გამომდინარე, ISO სტანდარტები მსოფლიოს განვითარების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია მათი დახმარებით შესაძლოა წარმატებით ვუპასუხოთ იმ უმთავრეს გამოწვევებს, რომელიც ამჟამად უდგას მსოფლიოს წინ. სტანდარტების დახმარებით მსოფლიო უფრო ჰარმონიული ადგილი ხდება, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობათა ფანჯარას, სადაც შესაძლებელია მრავალმა ქვეყანამ ითანამშრომლოს და მიიღოს სარგებელი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page