• გიორგი კიკაძე

როგორ ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებებს?

კლიმატის ცვლილება კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რადგან ის ჩვენს ირგვლივ გარემოსა და ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის. გაერთიანებული ერების მონაცემებით, ყოველწლიურად ადამიანები უფრო და უფრო მეტ რესურსს მოიხმარენ, რაც გამოწვეულია არამარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ცხოვრების დონის ამაღლებით. რესურსების ჭარბი მოხმარება კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც კლიმატს, ასევე პლანეტასაც.

2019 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ნიუ-ორკში გაეროს კლიმატის სამიტი გაიმართა, რომელსაც 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც დაესწრო. მან მსოფლიო ლიდერებს ემოციური სიტყვით მიმართა:

"მე აქ არ უნდა ვიყო. მე ახლა სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე ოკეანის სულ სხვა მხარეს. თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი არაფრისმთქმელი სიტყვებით და მაინც იღბლიანებს შორის ერთ-ერთი ვარ. ხალხი იტანჯება. ხალხი კვდება. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი გადაშენების საწყის ეტაპზე ვართ და ყველა თქვენგანს ერთადერთი, რაზე საუბარიც შეგიძლიათ ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?" - განაცხადა 16 წლის გოგონამ.

გრეტა ტუნბერგის აღელვებას ნამდვილად ჰქონდა მიზეზი. ყოველწლიურად სათბური აირების გამოყოფით დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, რომელიც უამრავ პრობლემას გვიქმნის. მაგალითად, 2 დღის წინ, პირველ ოქტომბერს, ანტარქტიკის კონტინენტს 315 მილიარდი ტონის აისბერგი მოწყდა. ასევე, საგანგაშოა მსოფლიო ოკეანის წყლის დონის ზრდის ტემპი, რაც დედამიწის პოლუსებზე ყინულის დნობის შედეგია. თუ ყინულის დნობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელში მალდივის კუნძულები წყალქვეშ აღმოჩნდება, ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება ზღვისპირა არსებულ უამრავ დასახლებას.

გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას. ეს პროცესი XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. წლიდან წლამდე ყინულის ლღობის გამო მსოფლიო ოკეანეში იზრდება წყლის დონე და დატბორვა ემუქრება მრავალ ქვეყანასა თუ ცნობილ ქალაქს. ე.წ. "სათბური გაზების" (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი) დიდი ოდენობით გაფრქვევა (ემისია) აჩქარებს ამ პროცესს და შედეგიც სახეზეა: 2019 წელი მსოფლიო ისტორიაში ანომალიურად ცხელი ზაფხულის სტატუსით შევა.

*ეკოაქტივისტი

როგორ ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებებს?

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა არც ისე მარტივი საკითხია, რადგან პრობლემა ძალიან კომპლექსურია და მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეუმუშავა ახალი სტანდარტი - ISO 14080, რომლის მთავარი მიზანიც კლიმატის ცვლილებების შეჩერებაა. სტანდარტი ასევე სრულ თანხვედრაში მოდის პარიზის შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც ყველა ზომა უნდა გატარდეს იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურამ დედამიწაზე 2 ცელსიუსზე მეტად არ მოიმატოს.

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა თითოულ ჩვენგანს შეუძლია. მაგალითად: ეკონომიურად მოვიხმაროთ ელექტროენერგია, ავტომობილის ნაცვლად ვისარგებლოთ გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით - ველოსიპედით, მატარებლით; დავზოგოთ თაბახის ფურცლები და მეტად ვისარგებლოთ წიგნების ელექტრონული ვერსიებით და ა.შ.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.