• გიორგი კიკაძე

ISO სტანდარტები მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელის შესამცირებლად

ყოველი წლის 16 ოქტომბერს მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნება. აღნიშნული ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება, ხოლო მისი მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზნის – შიმშილის აღმოფხვრა დედამიწაზე და უვნებელი სურსათის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთობლივი შრომით სიღარიბისა თუ შიმშილის მაჩვენებლები შემცირდა, დღევანდელი სტატისტიკა მაინც სავალალოა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის ფონზე: გაეროს მონაცემებით ამდოისთვის 690 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს ყოველდღიურად და პანდემიის გამო დაახლოებით 83 - 122 მილიონამდე ადამიანი დაემატება მათ რიგს. მარტივი არითმეტიკა რომ მოვიშველიოთ, მსოფლიოში ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით 1 შიმშილობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია მსოფლიომ შეიმუშავოს ქმედითი მექანიზმი, რომლის დახმარებითაც მსოფლიოში არსებული სავალალო ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.



წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც შიმშილისა და სიღარიბის მაჩვენებლები მინიმუმამდეა დაყვანილი, ყველა ადამიანს აქვს საშუალება განვითარდეს, ისწავლოს, დაეუფლოს სასურველ პროფესიას და არ უწევდეს ყოვედღიურად გადარჩენისთვის ბრძოლა. ასეთ სამყაროში ყველა ადამიანს ექნებოდა საშუალება გამოევლინა თავისი შესაძლებლობები და საკუთარი რესურსით წვლილი შეეტანა მსოფლიოს კეთილდღეობის ზრდაში. ყველა განვითარებული ქვეყნის მაგალითიც ხომ ამას გვიჩვენებს - საზოგადოება, რომელშიც ყველა ინდივიდი ავლენს საკუთარი გონებრივი თუ ფიზიკური პოტენციალის მაქსიმუმს, თავისი წვლილი შეაქვთ საყოველთაო კეთილდღეობის შექმნაში. შესაბამისად, ვითარდება ასეთი ქვეყნის ეკონიმიკა, ვითარდება სამეცნიერო დარგები, მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები თითქმის ყველა დარგში, იქმნება ახალი ინოვაციური პროდუქტები თუ მომსახურებები. ეს ყოველივე კი აუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრების დონეს. წარმოიდგინეთ თუ რამხელა ადამიანურ პოტენციალს კარგავს მსოფლიო სიღარიბის გამო. უამრავი ადამიანი, რომელსაც შეეძლო დიდი წვლილი შეეტანა საკუთარი შრომით მსოფლიოსა თუ მშობლიური ქვეყნის განვითარებაში, უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში საკვებისა თუ სასმელი წყლისთვის ბრძოლა და ვერ იყენებენ საკუთარი შესაძლებლობების მინიმუმსაც კი. იმ მსოფლიოს, სადაც ერთ დღეში 25 ათასი ადამიანი შიმშილით იღუპება დიდი მომავალი ვერ ექნება.


*სიღარიბის მხივ განსაკუთრებით რთულია ვითარება აფრიკის კონტინენტზე. ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უწევთ ფიზიკური შრომა, რაც უსპობთ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას.


ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელია მსოფლიომ შეიმუშავოს ქმედითი მექანიზმი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოში შიმშილის დონის მნიშვნელოვანი შემცირება. ამ თემაზე უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს და ეძებს სხვადასხვა გზებს აღნიშნული გამოწვევის დასამარცხებლად. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში უკვე შემუშავებული აქვს 1600 საერთაშორისო სტანდარტზე მეტი, რომელთა მიზანია უვნებელი სურსათის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაუმჯობესება, ამ სფეროში ახალი მიდგომების დანერგვა და ა.შ.


თუმცა, საინტერესოა რა შეიძლება იყოს ის ქმედითი მექანიზმი, რომლის დახმარებითაც მსოფლიოში შიმშილის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება? შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი გამოვყოთ:


მცირე ფერმერების გაძლიერება


მცირე ფერმები აწარმოებენ მსოფლიო სურსათის 80%-ს და ფლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწების 75%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თუ ისინი გაზრდიან წარმოების დონეს და აწარმოებენ უვნებელ სურსათს, მსოფლიოში შიმშილის დამარცხების გზაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ. ISO უკვე მუშაობს ამ თემაზე და შემუშავებული აქვს სხვადასხვა სტანდარტები მათ მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთია ISO 34101 სერიის საერთაშორისო სტანდარები, რომელთა მიზანია კაკაოს წარმოების ხელშეწყობა. ასევე, აღნიშნულ ორგანიზაციას შემუშავებული აქვს გაიდლაინი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ორგანიზაციებისა თუ ფერმებისთვის.


*მცირე ფერმები აწარმოებენ მსოფლიო სურსათის 80%-ს და ფლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწების 75%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


უვნებელი სურსათი


მსოფლიოში კვლავ მაღალია სურსათისმიერი დაავადებათა რიცხვი, ყოველწიურად უამრავი ადამიანი იღუპება სურსათისმიერი მოწამვლით. ამიტომაც, უვნებელი სურსათის წარმოება უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ მსოფლიოს დიდ სამსახურს უწევს ISO 22000 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია უვნებელი სურსათის მიწოდება ფერმიდან თქვენს სუფრამდე. სტანდარტი მოიცავს სასურსათო ჯაჭვში ჩაბმულ ყველა ორგანიზაციას.


სურსათის უსაფრთხოდ შენახვა საწყობში


სანამ სურსათი მაღაზიებსა თუ ბაზრობაზე გამოჩნდება, ინახება საწყობებში. ამიტომაც, აუცილებელია საწყობებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რათა სურსათი არ გაფუჭდეს. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ამ მხრივ შემუშავებული აქვს ISO 6322 საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიზანია მარცვლეული კულტურების უსაფრთხო შენახვა საწყობში.


სასოფლო-სამეურნეო სექტორში ჩართული ფერმერების ცხოვრების დონის გაუმჯობესება


როგორც უკვე ავღნიშნეთ, მცირე ფერმები მსოფლიო სურსათის 80% აწარმოებენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ასეთი ტიპის ფერმების მნიშვნელობას. ამიტომაც, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო სექტორში ჩაბმული ფერმერების ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რათა მათ ქონდეთ მოტივაცია გაზარდოს საწარმოო შესაძლებლობები, აწარმოობონ კიდევ უფრო უვნებელი სურსათის და ამით მნიშვნელოვნად დაეხმარონ მსოფლიოს.

*მცირე ფერმერები ფლობენ მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 75%-ს.


ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები


ISO 22000 არის სტანდარტი, რომელიც შეიმუშავა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ. ISO 22000 სტანდარტის გამოყენებით შეძლებთ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობა. ეს საერთაშორისო სტანდარტი ​ადგენს მოთხოვნებს "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის" მიმართ, რომელიც მოიცავს:

  • ინტერაქტიულ კომუნიკაციას,

  • სისტემის მენეჯმენტს,

  • წინასწარ მოსამზადებელ პროგრამებს, და 

  • HACCP პრინციპებს.


ჩვენი გამოცდილი კონსულტანტების მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, დაგეხმარებათ ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნების სრულ ადაპტაციაში.

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ.






ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.