top of page

როგორ უწყობს ხელს სტანდარტები უკეთესი ცხოვრების პირობების ჩამოყალიბებას

დღეს მსოფლიოში უამრავი გამოწვევაა. მათ შორის განსაკუთრებით მწვავეა სიღარიბე, დაბალი ხელფასები, ცხოვრების დაბალი დონე და სხვა. უახლესი მონაცემებით, 783 მილიონი ადამიანის საშუალო დღიური შემოსავალი 1.90 დოლარზე ნაკლებია. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ 2000 წელთან შედარებით მსოფლიოში სიღარიბის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ის ფაქტი, რომ თითქმის 800 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, საგანგაშოა.

მსოფლიო ბანკისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) კვლევებზე დაყრდნობით, ვაჭრობას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს სიღარიბის დამარცხებაში. არსებობს მრავალი ქვეყნის მაგალითი, რომლებმაც შეძლეს გასულიყვნენ მსოფლიო ბაზარზე და მიაღწიეს სწრაფ განვითარებას. მაგალითად ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, როგორებიცაა: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი ფაქტორები, რომლებიც სიღარიბის დამარცხებას მნიშვნელოვნად უშლიან ხელს. მათ შორისაა: სავაჭრო ბარიერები, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, ჩრდილოვანი ეკონომიკა, გენდერული დისბალანსი, არასამართლიანი სამუშაო პირობები და სხვა. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ტექნიკური რეგულაციების განსხვავებულობა სხადასხვა ქვეყანაში. აფრიკის სტანდარტიზაციის ორგანიზაციის (ARSO) დირექტორის ევა გაძიკვას (Eve Christine Gadzikwa) განცხადებით, სწორედ ეს უკანასკნელია აფრიკული სახელმწიფოების სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მიუხედავად აფრიკის კონტინენტალური თავასუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა (AFCFTA) , რომელსაც 24 ქვეყანა შეუერთდა, პრობლემა მაინც სერიოზულია.

*სავაჭრო ბარიერები აფრიკაში ხელს უშლიან ვაჭრობის განვითარებას ადგილობრივ ქვეყნებს შორის

რა სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს საერთაშორისო სტანდარტები?

საერთაშორისო სტანდარტები ხელს უწყობენ ქვეყნებს შორის ჰარმონიზაციას უამრავ სფეროში, მათ შორისაა ტექნიკური რეგულაციები თუ ვაჭრობა, რომლებიც, თავის მხრივ, უზრონველყოფენ ეკონომიკურ სიძლიერესა და განვითარებას. სტანდარტები საშუალებას აძლევს ქვეყნებს იმოქმედონ ერთობლივად და არა ცალ-ცალკე. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების დახმარებით, კომპანიებს, განურჩევლად საქმიანობის სფეროსა ან ზომისა, შეუძლიათ იმოქმედონ გაცილებით ეფექტურად და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები, გაიტანონ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება პერსპექტიულ ბაზრებზე და გაზარდონ მოგება. სწორედ სტანდარტების დახმარებით ხდება უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო თუ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page