top of page

სურსათისმიერი ალერგენები

ალერგენები ხშირ შემთხვევაში ცილოვანი ბუნების ნივთიერებებია, რომლებიც იწვევენ იმუნურ რეაქციებს ადამიანის ორგანიზმში. ალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი და უკიდურეს შემთხევვაში სიკვდილი. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებრივი კვების საწარმო ფლობდეს ინფორმაციას ისეთი სურსათის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სურსათი, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები


არსებობს ისეთი სახის სურსათი, რომლებზეც ადამიანთა ნაწილს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა. ასეთი ალერგენებია: გლუტენის შემცველი მარცვლოვნები, კიბოსნაირები და კიბოსნაირე ბის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები, მიწის თხილი და მიწის თხილის პროდუქტები, სოია და სოიას პროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი , კაკლოვნები, ნიახური და ნიახურის პროდუქტები, მდოგვი და მდოგვის პროდუქტები, სეზამის მარცვალი და სეზამის მარცვლის პროდუქტები, ხანჭკოლა და ხანჭკოლას პროდუქტები, მოლუსკები და მოლუსკების პროდუქტები, გოგირდის დიოქსიდი და სულფიტები.


სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • კანის გაწითლება

  • ყელისა და პირის ღრუს შესივე ბა

  • კონიუნქტივიტი თვალების ქავილი

  • რინიტი შეშუპება , ქავილი ან ცხვირი დან გამონადენი

  • მწვავე ასთმა

  • სასუნთქი გზების შეკუმშვა

  • სისუსტის უეცარი შეგრძნება ა რტერიული წნევ ის დაცემა

  • ჭინჭრის ციება

  • ყლაპვის ან მეტყველების გაძნელება

  • მუცლის ტკივილი , გულისრევა და / ან პირღებინება

  • დიარეა

  • კოლაფსი და გონების დაკარგვა


პერსონალის ცნობიერება და მომხმარებლის ინფორმირება


ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოებრივი კვების საწარმოში დასაქმებული ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას ყველა ალერგენის შესახებ. ასევე, ზედმიწევნით იცოდნენ თითოული კერძის შემადგენლობა, რათა მომხმარებლის მხრიდან კითხვის შემთხვევაში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია კერძის ინგრედინეტების შესახებ. მნიშნელოვანია მომხმარებლის ინფორმირება მენიუს საშუალებით, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული კერძის ინგრედიენტებს ალერგენების ჩათვლით. გარდა ამისა, ყურადღებით გაეცანით ყველა პროდუქტის ეტიკეტს, რომელსაც იყენებთ კერძის მომზადებისას. მაგალითად სოუსის შემთვევაში. არასოდეს ივარაუდოთ. იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ დარწმუნებული ესა თუ ის სურსათი შეიცავს თუ არა რომელიმე ალერგენის შემცველ ინგრედიენტს, მომხმარებელი ამყოფეთ ინფორმირებული ამის შესახებ, რათა თავად გადაწყვიტოს შეუკვეთოს თუ არა ესა თუ ის კერძი.


ალერგენებისგან თავისუფალი კერძის მომზადება


თუ მომხმარებელმა გთხოვათ ალერგენებისგან თავისუფალი კერძის მომზადება, დარწმუნდით, რომ სამუშაო ზედაპირები და მოწყობილობა ზედმიწევნით არის დასუფთავებული. დარწმუნდით, რომ პერსონალი, კერძის მომზადებამდე ხელებს იბანს წესების დაცვით. ეს შეამცირებს სურსათში შემთხვევით ალერგენების მინიმალური რაოდენობით მოხვედრასაც კი.


ცოდნის გაღრმავება სურსათის უვნებლობის სანიმუშო პრაქტიკების მიმართულებით


გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით ჩვენს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Commentaires


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon
  • Instagram
  • YouTube
მდგრადი განვითარების მიზნები.png