top of page

სურსათის გალღობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

კერძის მომზადებისას შეიძლება მოგვიწიოს გაყინული სურსათის გალღობა, რასაც გარკვეული წესების დაცვა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სურსათში გამრავლდეს სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები. თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უახლეს სტატისტიკას გადავხედავთ, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. ამ უკანასკნელის დამახასიათებელი ნიშნები სხვადასხვაა. მაგალითად, შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მატება და პირღებინება, უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილიც კი. აღნიშნული სავალალო სტატისტიკის მთავარი გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს სურსათის ცივად მიწოდების ჯაჭვის დარღვევა, ანტისანიტარია და მათ შორის გაყინული სურსათის არასწორი გალღობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვიცოდეთ ის წესები და რეკომენდაციები, რომელიც სურსათის გალღობისას უნდა გავითვალისწინოთ, რათა დავიცვათ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების ჯამრთელობა.

რატომ არის საჭირო გალღობა?


მნიშვნელოვანია რომ სურსათი სათანადოდ გალღვეს თერმულ დამუშავებამდე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მომწოდებლის ინსტრუქცია მიგითითებთ, რომ თერმულად დაამუშვოთ პირდაპირ გაყინული ან თქვენ თავად გაქვთ შემუშავებული ლღობის სხვა უვნებელი მეთოდი). თუ სურსათი სრულად ან ნაწილობრივ არის გაყინული, მის თერმულ დამუშავებას დასჭირდება უფრო დიდი დრო. სურსათის გარე ზედაპირი შესაძლოა დამუშავდეს თერმულად, მაგრამ შუა ნაწილი – არა. შესაბამისად, ასეთი სურსათი შესაძლოა შეიცავდეს სურსათისმიერი დაავადების გამომწვევ ბაქტერიას.


ჯვარედინი დაბინძურების პრევენციისთვის გალღობისას ხორცი/ფრინველის ხორცი/თევზი განაცალკევეთ სხვა სურსათისგან და მოათავსეთ კონტეინერებში. გამლღვალი სურსათი უნდა გამოიყენოთ იმავე დღეს.


რა მეთოდებითაა შესაძლებელი სურსათის უვნებლად გალღობა?

  • შესაძლებელია სურსათი მოათავსოთ მაცივარში, უვნებელ ტემპერატურაზე (არაუმეტეს 5C). აღნიშნული მეთოდი იდეალურია მცირე რაოდენობის სურსათისთვის.

  • შესაძლებელია გასალღობი სურსათი მოათავსოთ თავდახურულ ყინულიან კონტეინერში და დადოთ ცივი, გამდინარე წყლის ქვეშ. ცივი წყალი დააჩქარებს სურსათის გალღობის პროცესს და ამავე დროს უზრუნველყოფს იმას, რომ სურსათი არ იყოს ოთახის ტემპერატურაზე.

  • სურსათის გალღობა ცივ გამდინარე წყალში მოთავსებითაცაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ: ცივი წყლის ნაკადი უნდა იყოს უწყვეტი. ასევე, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია წყლის შხეფები არ მოხვდეს სხვა სურსათზე.

  • ლღობის სწრაფი მეთოდია მიკროტალღური ღუმელში "გალღობის" რეჟიმის გამოყენება. ამ მეთოდით შეგიძლიათ რამდენიმე წუთში გაალღოთ გაყინული სურსათი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მირკოტალღური ღუმელის გამოყენების შემდგომ სურსათი დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს თერმულად, რათა ოთახის ტემპერატურაზე არ გამრავლდნენ მავნე მიკრობები.

ამ მარტივი რეკომენდაციების შესრულებით შესაძლებელია გაყინული საკვები პროდუქტი გაალღოთ უვნებლად, ისე რომ არ მოხდეს სურსათში სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმის გამრავლება.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page