top of page

სურსათის მსოფლიო დღე

მსოფლიოს მოსახლეობა ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება, თუ მეთექვსმეტე საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობა სულ რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი იყო, დღეს უკვე 7.8 მილიარდ ადამიანს აჭარბებს. ასეთ დრამატულ ზრდას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის გამოსარჩევია ინდუსტრიული რევულუცია, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მედიცინის განვითარება და ა.შ. ამ ყველაფერთან იზრდება მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაორმაგდა და კვლავ დიდი სისწრაფეებით განაგრძობს ზრდას. ეს ყოველივე კი ზრდის მოთხოვნას სასურსათო პროდუქტებზე, რაც ორ მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის კაცობრიობას: პირველი ესაა სურსათის უვნებლობა, ხოლო მეორე - გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობისთვის საკმარისი საკვები პროდუქციის წარმოება. რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს?


უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 795 მილიან ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები ყოველდღიურად, ანუ დედამიწაზე ყოველი მეცხრე ადამიანს შიმშილი უწევს. ასევე ყოველწიურად 3 მილიონზე მეტი 5 წლამდე ბავშვი იღუპება ამავე პრობლემის გამო. ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, გაერომ 2015 წელს მიიღო ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ეს სავალალო რიცხვები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.


პრობლემაზე აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც უკვე შეიმუშავა პროგრამა, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ საკმარისი რაოდენობის საკვები რესურსი მსოფლიოს 2050 წლისთვის. ასევე ორგანიზაცია მუშაობს ფერმერთა პროფესიონალიზმის გაზრდაზე. ISO-მ ასევე შეადგინა პროფესიონალ ფერმერთა ორგანიზაციების სახელმძღვანელო, რომლის მიზანია ფერმერთა წარმოების ზრდა, ფინანსური მენეჯმენტის დახვეწა, გაყიდვებისა და მარკეტინგის სწორად განხორციელება და მრავალი სხვა. ასევე დოკუმენტი შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი ზომის ფერმასთან. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს საკვებით მომარაგების დიდი ნაწილი ფერმების საშუალებით ხდება, მათი პროფესიონალიზმის ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მსოფლიოში შიმშილის დამარცხების გზაზე.


ორგანიზაცია ასევე მუშაობს სურსათის უვნებლობის ზრდაზე, რადგან სანამ სურსათი თქვენს სუფრაზე აღმოჩნდება, ის სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას გადის, რა დროსაც შესაძლოა მოხდეს მისი დაბინძურება ან შენახვის პირობების დარღვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (WHO), მსოფლიოში ყოველწლიურად 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის მიწოდებას და ამ საგანგაშო სტატისტიკის მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამ მიზნით ISO-ს შემადგენლობაში შედის ISO/TC 34 ტექნიკური კომიტეტი, რომელიც დაარსდა 1947 წელს და არსებობის ისტორიაში უკვე შეიმუშავა 900 საერთაშორისო სტანდარტზე მეტი. კომიტეტი ამჟამად 85 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს.


რაც შეეხება მსოფლიო სურსათის დღეს, ის აღინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ყოველი წლის 16 ოქტომბერს, ხოლო მისი მიზანია მოსახლეობის ფართო მასებში ცნობიერების ამაღლება და იმ პრობლემების ყველასთვის გაცნობაა, რის წინაშეც მსოფლიო ამჟამად დგას. აღნიშნული ღონისძიება ერთდოულად ტარდება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და მოიცავს მრავალ საინტერესო აქტივობას.


*2021 წლის სურსათის მსოფლიო დღის წლის ოფიციალური ვიდეო


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page