სურსათის უვნებლობის სტანდარტები
სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებობს სხვადასხვა სტანდარტი, რომელთა მიზანი სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაა. ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. ადამიანის ორგანიზმში სურსათისმიერი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა, როგორიცაა: სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება, შენახვის პირობების დარღვევა, გაყინული სურსათის არასწორად გალღვობა, სათანადო ჰიგიენის პრაქტიკების უგულვებელყოფა, მავნებლების კონტროლის არ არსებობა და ა.შ.
საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ. სტანდარტები ადგენს მოთხოვნებს, სპეციფიკაციებს, სახელმძღვანელო მითითებებს ან მახასიათებლებს, რომლებიც გამოიყენება თანმიმდევრულად მასალების, პროდუქტების, პროცესების და მომსახურების დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
ჩვენს პროფესიონალთა გუნდს შეუძლია შემოგთავაზოთ შემდეგი საერთაშორისო სტანდარტები სურსათის უვებლობის მიმართულებით:
"ISO Consulting", როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ
ჩვენს პროფესიონალთა გუნდს შეუძლია შემოგთავაზოთ შემდეგი სახის ტრენინგები:
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments