top of page

სურსათის ცივად მიწოდების ჯაჭვი

სურსათის ტრანსპორტირებას ყოველთვის თან ახლავს უამრავი გამოწვევა. მაგალითად, არასათანადო ტემპერატურის გამო შესაძლოა სურსათი საკვებად გამოუსადეგარი გახდეს. ასევე, შესაძლოა მოხდეს დაბინძურება სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმით, რაც იწვევს ადამიანის სურსათისმიერ მოწამვლას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცმებით, ყოველი 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. ამ უკანასკნელის დამახასიათებელი ნიშნები სხვადასხვაა. მაგალითად, შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მატება და პირღებინება, უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილიც კი. ყოველივე აქედან გამომდინარე, სურსათის მიწოდების ცივ ჯაჭვს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სურსათის ტრანსპორტირებისას, რათა აღნიშნული გამოწვევები თავიდან ავიცილოთ და საგანგაშო სტატისტიკაც მნიშვნელოვნად შევამციროთ.


როგორც უკვე ვახსენეთ, სურსათისმიერი მოწამვლის ფაქტები მსოფლიოში საკმაოდ ხშირია. განსაკუთრებით გამოირჩევა ისეთი ქვეყნები, სადაც არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები ან არ ხდება მათი ჯეროვანი შესრულება. ამავე დროს, სურსათით მოწამვლას იწვევს არამხოლოდ მათი არასწორი ტრანსპორტირების წესი, არამედ ზოგადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფაც. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია ისეთ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან წყლის დეფიციტს. მაგალითად, პაკისტანში უამრავ ადამიანს საათობით უწევს წყლის რიგში დგომა. ინდოეთში კი, რომელიც პაკისტანისგან განსხვავებით წყლის რესურსებით მდიდარია, მდინარეები მნიშვნელოვნად დაბინძურებულია. მაგალითად მდინარე იამუნას დაბიძნურების დონე საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. მსგავსი სიტუაციაა მდინარე ინდისა და განგას შემთხვევაში. ასევე, აღნიშნული მდინარეების წყლით ირწყვება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რაც სურსათში იწვევს ისეთი საშიში ნივთიერებების მოხვედრას, როგორიცაა მძიმე მეტალები. არანაკლებ მძიმე ვითარებაა ინდონეზიაში, კუნძულ ჯავას ჩრდილო დასავლეთში მდებარე მდინარე სიტარუმის შემთხვევაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უფრო დაბიძნურებულ მდინარედ ითვლება, რადგან მის ნაპირებთან ათასობით ტექსტილის საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის შედეგად დარჩენილ მძიმე მეტალებითა და სხვა მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებულ წყალს ყოველგვარი კონტროლის გარეშე პირდაპირ მდინარეში უშვებენ. ასევე, მდინარეს მილიონობით მოსახლე ნაგავსაყრელად იყენებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხოს.


*ფოტოზე: მდინარე იამუნა ინდოეთში.


ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული აღნიშნული საგანგაშო სტატისტიკა გამოწვეულია მრავალი ფაქტორის ერთობლიობით, ხოლო ამ პრობლემის გადაწყვეტა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. მათ შორის ერთ-ერთია სურსათის ცივად მიწოდების ჯაჭვი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდება მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შევამციროთ სურსათისმიერი მოწამვლის შემთხვევები და მოხდეს უვნებელი სურსათის მიწოდება მოსახლეობისთვის. აღნიშნულ გამოწვევაზე უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც (ISO) , რომელსაც ამ მხრივ უკვე შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი. მეტიც, ორგანიზაციაში უკვე საქმიანობს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაზე. ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO 23412 სტანდარტი, რომლის მიზანია უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა, ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე პროდუქტის, მათ შორის სურსათის, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით ტრანსპორტირება.

როგორც უკვე ვახსენეთ, უკვე შეიქმნა სპეციალური კომიტეტი - ISO/TC 315, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტების მიერ, ხოლო მისი სამუშაო სფერო სწორედ რომ ცივად მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფაა. აღნიშნულმა კომიტეტმა არსებობის ისტორიაში უკვე შეიმუშავა ერთი და ამჯამად 16 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page