• გიორგი კიკაძე

ტოპ 5 ISO სტანდარტი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის

2020 წლის ტურისტული სეზონი საქართველოში სამთო სათხილამურო კურორტებმა გახსნა. გაზრდილმა ტურისტულმა დატვირთვამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა - ყოველწლიურად კურორტებზე იქმნება ახალ-ახალი პრობლემები.


თუმცა ასეთი გამოწვევები მხოლოდ ჩვენთვის არაა ნაცნობი. გლობალური მასშტაბით ტურისტული ნაკადების ზრდა ტურიზმის სექტორს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს, რომელთა დაძლევა არც თუ ისე მარტივია.



სწორედ ამიტომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გვთავაზობს 5 ყველაზე მნიშვნელოვან სტანდარტს ტურისტული ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის.



1. უვნებელი საკვები თქვენს თეფშზე


უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი იწამლება დაბინძურებული საკვებით, რაც საგანგაშო ციფრია. აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი - ISO 22000:2018, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ სასურსათო ჯაჭვში ჩართული ორგანიზაციები პირდაპირ არიან კავშირში ტურისზმის სექტორთან, სურსათიის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად გაამჯობესებს ტურისტლი მომსახურების დონეს.


2. სათავგადასავლო ტურიზმი


ტურიზმის დარგში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სათავგადასავლო ტურიზმი, რომელიც იზიდავს ექსტრემისა და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს. აქედან გამომდინარე უსაფრთხოების ზომების არსებობა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის ტურისტული აქტივობისთვის. სწორედ ამიტომ შემუშავდა სათავგადასავლო ტურიზმის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი ISO 21101:2014, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს ექსტრემის მოყვარულ მოგზაურებს.


3. უსაფრთხო სამთო ციგა


2016 წელს საქართველოში პირველად გაიხსნა სამთო ციგა იგივე ე. წ. "ტობოგანი" რომლის სიგრძე 960 მეტრია, ხოლო დაქანება 28%. მსგავსი ატრაქციონები მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პოპულარულია და შესაბამის უსაფრთხოების სტანდარტებს საჭიროებს, რომელსაც სტანდარტზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტი ISO 19202 უზრუნველყოფს.


*პირველი სამთო ციგა ბაკურიანში ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.



4. უსაფრთხო დაივინგი


წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობა მრავალი მოგზაურისთვის საკმაოდ მიმზიდველია და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აქედან გამომდინარე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა სტანდარტი ISO 24802-1:2014, რომელიც ეხმარება დაივინგ ინსტუქტორებს უზრუნველყონ უსაფრთხოება ყვინთვისას.


5. საკრუიზო მოგზაურობა


მსოფლიო მასშტაბით ყოველწიურად 30 მილიონი ტურისტი საკრუიზო მოგზაურობას ირჩევს, რაც განაპირობებს იმას, რომ უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე იყოს დაცული, ამის გარანტად კი ISO/PAS 21195 - საერთაშორისო სტანდარტია შემუშავებული. მისი დამსახურებით საკრუიზო მოგზაურობა გაცილებით უსაფრთხო და დაცული იქნება.





ISO Consulting - Professionals for Professionals





























თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.