FSSC 22000:2017 v4.1 - კომპანია „შატო მუხრანი“
2018 წლის 19-20 ივლისს, კომპანია „შატო მუხრანის“ მენეჯმენტისთვის ჩატარდა ტრენინგი „FSSC 22000:2017 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება სურსათის მწარმოებლებისთის”, ხოლო 2-3 აგვისტოს ტრენინგი - „FSSC 22000 შიდა აუდიტორი“.
ტრენინგები ჩატარდა "ISO Consulting"-ის და "Lloyd’s"-ის ტრენერების ივანე დიდბერიძის და ქეთევან წულაიას მიერ.
ტრენინგის ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რაც მათ დაეხმარათ FSSC 22000:2017 v4.1 განახლებული სქემის მოთხოვნების უკეთ გააზრებაში.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ტრენინგის ბოლოს გამოვლინდა მონაწილეთა კმაყოფილების 100%-იანი მაჩვენებელი, რაც ცალსახად მიუთითებს ტრენერების პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე.
__________________________________________
„ვარ კმაყოფილი და ვისურვებდი ტრენინგების გაგრძელებას ISO Consulting-თან“ - აღნიშავს ტრენინგის მონაწილე, ხარისხის მენეჯერი - მაია მაღალაშვილი
„ძალიან საინტერესოდ და გასაგებად კითხულობდა ტრენინგს. რთული მასალის ყველა საკვანძო დეტალს მარტივ და გასაგებ ენაზე გვიხსნიდა“. განაცხადა მთავარი მეღვინის ასისტენტმა - ქეთევან ყოჩიაშვილმა.
ქეთევან წულაია, ტრენერი - „ჩემთვის დიდი პატივია კომპანია ,,შატო მუხრანში“ სტუმრობა. მსოფლიოს მასშტაბით, FCCS 22000 სქემის შესაბამისად 15000-ზე მეტი კომპანია სერტიფიცირებული და მათ შორის არის კომპანია ,,შატო მუხრანი". ტრენინგის დროს მონაწილეები გაეცნენ ISO 22000:2005 სტანდარტის, ISO 22002-1 ტექნიკური სპეციფიკაციისა და სქემის დამატებით მოთხოვნებს. აგრეთვე, კურსის უკეთ აღსაქმელად ისინი ერთვებოდნენ სხვადასხვა აქტივობაში."
ტრენინგის მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს 4 დღიანი კურსი და მათ მიენიჭათ „FSSC 22000 შიდა აუდიტორის“ კვალიფიკაცია ბრიტანული N1 აკრედიტებული ორგანიზაცია "Lloyd’s"-ის მიერ.
__________________________________________
კომპანიის შესახებ
კომპანია ,,შატო მუხრანი" ფლობს საკუთარ ვენახებს. მარანი და ჩამოსასხმელი ხაზი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანია ამჟამად აწარმოებს ქართულ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელ - ჭაჭას, რომლის დისტრიბუციაც ხორციელდება "Marussia Beverages“-ის მიერ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის მენეჯმენტის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001:2005 საერთაშორისო სტანდარტისა და FSSC 22000 სქემის შესაბამისად.
Comments