ტრენინგი "HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება HoReCa სექტორისთვის" წარმატებით დასრულდა
ტრენინგი "HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება HoReCa სექტორისთვის" წარმატებით დასრულდა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 9 ივნისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგების სერია "HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება HoReCa სექტორისთვის", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მონაწილემ. ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებისა თეორიული მასალის დახმარებით გაეცნენ HACCP-ის სტანდარტის თავისებურებებს HoReCa სექტორისთვის.
ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი ნატალია სოხაძე აღნიშნავს:
„ტრენერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი. ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ მომეცა აღნიშნულ ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა. ტრენინგზე ბალანსი ძალიან კარგად იყო დაცული ჩვენს ჩართულობასა და ტრენერის პრეზენტაციას შორის. დროის მენეჯმენტიც რელევანტური, ძალიან ფრთხილი და ზრდაზე ორიენტირებული უკუკავშირი მონაწილეების მიმართ. ძალიან კმაყოფილ ვარ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.“
ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე ქალბატონი მაია მარუაშვილი აღნიშნავს:
„სასურველია ეს ტრენინგი გაიაროს ორგანიზაციის ყველა იმ თანამშრომელმა, ვინც ჩართულია პროცესში. ვინაიდან ბევრ ორგანიზაციას აქვს საკმარისი თანხები ტრენინგებისთვის და არც პერსონალს აქვს დრო.“
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისის წარმოამომადგენლის ქალბატონი ირინე სალუქვაძის აზრით:
"ძალზედ მნიშვნელოვანი პროგრამა ჩატარდა, რომელშიც HoReCa სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და მოხარული ვარ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად დახმარება გაუწიეთ HoReCa სექტორს... უნდა აღინიშნოს,ISO Consulting-ის ტრენერების მაღალი პროფესიონალიზმი...“
ტრენინგს გაუძღვა სურსათის უვნებლობის ტრენერი ქეთევან წულაია.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments