top of page

ISO/PAS 5643 - ტურიზმის კრიზისიდან გამოყვანის ხელშეწყობისთვის

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, სავარაუდოდ დეკემბრის თვეში დაფიქსირდა და მალევე გავრცელდა ქვეყნის რამდენიმე უზარმაზარ ქალაქში, ხოლო 2020 წლის თებერვლიდან ვირუსის შემთხვევებმა გლობალური ხასიათი მიიღო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. შესაბამისად, მსოფლიო პანდემიას უკვე დაახლოებით 10 თვეა ებრძვის, თუმცა ვირუსის გავრცელების სწრაფი ლოკალიზება მაინც ვერ მოხერხდა - დღეის მდგომარეობით ვირუსით 37 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, გამოჯამრთელდა 28 მილიონზე მეტი, ხოლო 1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 მილიონს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მართვადია და არ არის მსოფლიო პანიკაში, ნელ-ნელა ვცდილობთ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ ტემპს, ვირუსმა დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას. განსაკუთრებით ტურიზმის სფეროს და ეს უკანასკნელი ღრმა კრიზისში ჩააგდო. საინტერესოა როგორ უნდა დაძლიოს ტურიზმის სფერომ აღნიშნული გამოწვევები და დაუბრუნდეს ჩვეულ ტემპს?



ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2020 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის ინდუსტრიამ, მსოფლიოს მასშტაბით, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 460 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა, რაც სარეკორდო ციფრია - არასდროს ტურიზმის სექტორს ამხელა მასშტაბის დარტყმა არ მიუღია. მეტიც, ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ტურიზმთან დაკავშირებულმა ბიზნესებმა ყველაზე დიდი ზარალი ნახეს. შესაბამისად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც დარგს დაეხმარება გამოცოცხლებაში.


სწორედ ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და ეძებს გზებს, თუ როგორ გამოიყვანოს ტურიზმის დარგი კრიზისიდან. ამჟამად, ISO-ს ერთ-ერთი კომიტეტი ISO/TC 228 - ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები, აქტიურად მუშაობს ISO/PAS 5643 ტექნიკურ სპეციფიკაციაზე, რომელიც საჯაროდ იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ორგანიზაციებს მისცემს რეკომენდაციებს და მითითებებს, რომელთა დახმარებითაც მათ შეეძლებათ ეფექტურად ებრძოლონ დღეისთვის არსებულ გამოწვევებს.


ნატალია ორტიცის (Natalia Ortiz), რომელიც ხელმძღვანელობს აღნიშნულ ISO კომტეტს, განაცხადა:

"ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა არსებული რჩევა, რომელიც მოიცავს სოციალურ დისტანცირებას, ნიღბებსა და დეზინფექციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მაგრამ ასევე განვახილავთ ასპექტებს, როგორიცაა კონტაქტების კონტროლი და გაუთვალისწინებელი გეგმები, თუ მოულოდნელი სიტუაციები მოხდება."

აღნიშნული სფეციფიკაციის გარდა, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გეგმავს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩაატაროს საჯარო ვებინარი, რომელიც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე არსებულ გამოწვევებს COVID 19-ის პანდემიის ფონზე. აღნიშნული ვებინარი ჩატარდება 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე და მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.


საბოლოო ჯამში, ერთობლივი ჩართულობით შესაძლებელი გახდება იმ გამოწვევების დამარცხება, რომელიც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა. ამავე დროს, დარგის ექსპერტები გვაიმედებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს 2021 წლის დადგომასთან ერთად უნდა ველოდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი წლის გაზაფხულისთვის უკვე უნდა ველოდოთ სიტუაციის მკვეთრად გამოსწორებას.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comentarios


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page