top of page

უვნებელი რძე და რძის პროდუქტები

რძე და რძის პროდუქტები ადამიანის ჯამრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან რძე შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს - მიკრო და მაკროელემენტები (ცილები, კალციუმი), რომლებიც ბავშვის ზრდასა და განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, რძე მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორებიცაა B2 , B12 და D ჯგუფის ვიტამინები. ასევე, რძისა და რძის პროდუქტების ინდუსტრია დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. წლიდან წლამდე მზარდია მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნულ პროდუქტებზე. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვაწარმოოთ ადამიანის ჯამრთელობისთვის უვნებელი რძე და რძის პროდუქტები.

უვნებელი რძე და რძის პროდუქტები

როგორც უკვე ვახსენეთ, მსოფლიოში რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება. Ამაზე მეტყველებს უახლესი სტატისტიკაც, მაგალითად: 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით რძის წარმოება 1989 წელთან შედარებით 64%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა ზრდამ 50.5% შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება აზიურ ქვეყნებში, სადაც 1989 წელთან შედარებით რძის წარმოებამ 255%-ით მოიმატა. ზრდის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები მსოფლიო მოსახლეობისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდაა. გარდა ამისა, აღნიშნული ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს, რძის მწარმოებელი ფერმები მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინდოეთი, რომელზეც მსოფლიო რძის წარმოების 21% მოდის და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მას მოჰყვება აშშ (11%), ბრაზილია (4%), რუსეთი (4%) და ჩინეთი (ასევე 4%). გარდა ამისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ყოველი 10 ადამიანიდან 1 ავადდება სურსათისმიერი დაავადებით, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რძე და რძის პროდუქტები მალფუჭებადი პროდუქტებია და საჭიროებს შენახვის შესაბამის პირობებს, როგორც ტრანსპორტირებისას, ასევე მაღაზიის დახლებზე განთავსებისას, მარტივად დავასკვნით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო სტატისტიკაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ რძის პროდუქტებს მიუძღვით.


ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს ისეთი სტანდარტები, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნება დაცული იყოს რძის და რძის პროდუქტების უვნებლობა. სწორედ ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ISO/TC 34/SC 5 კომიტეტი, რომელიც საქმიანობს რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობის მიმართულებით. აღნიშნული კომიტეტი დაარსდა 1970 წელს და არსებობის ისტორიაში უკვე შეიმუშავა 190 საერთაშორისო სტანდარტზე მეტი, ხოლო ამჟამად მუშაობს 12 ახალ სტანდარტზე. გარდა ამისა, აღნიშნული სტანდარტები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების 17-იდან 4 მიზნის შესრულებად, როგორებიცაა მეორე მიზანი - ნულოვანი შიმშილი, მესამე მიზანი - ჯამრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მეცხრე მიზანი - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა და მეთორმეტე მიზანი - მდგრადი მოხმარება და წარმოება.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page