უვნებელი სურსათი ფერმიდან სუფრამდე

სანამ სურსათი თქვენს სუფრაზე აღმოჩნდება, ის სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას გადის, რა დროსაც შესაძლოა მოხდეს მისი დაბინძურება ან შენახვის პირობების დარღვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 10 ადამიანიდან 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის მიწოდებას და ამ საგანგაშო სტატისტიკის მინიმუმამდე დაყვანას.

სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტანდარტის - ისო 22000 - საკვანძო მოთხოვნაა წინასწარი პროგრამების დანერგვა. წინასწარი პროგრამები ის ძირითადი პირობები და საქმიანობებია, რომლებიც საჭიროა ორგანიზაციის შიგნით და მთელს სასურსათო ჯაჭვში სურსათის უვნებლობის შესანარჩუნებლად. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას გააჩნია ტექნიკური სპეციფიკაციების სერია (ISO/TS) იმისათვის, რომ საწარმოო პროცესში დანერგილი და შენარჩუნებული იყოს წინასწარი პროგრამები სურსათის უვნებლობის საფრთხეების კონტროლის ხელშეწყობისთვის.

სულ ახლახან გამოქვეყნდა ტექნიკური სპეციფიკაცია ISO/TS 22002-5, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 5, ტრანსპორტირება და შენახვა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის საჭირო წინასწარი პროგრამებისთვის.

ისო/ტს 22000-5 წარმოადგენს წინასწარი პროგრამებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების სერიის ნაწილს და გამიზნულია, როგორც დამხმარე საშუალება ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

  • ისო/ტს 22002-1, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 1: სურსათის წარმოება

  • ისო/ტს 22002-2, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 2: საზოგადოებრივი კვება

  • ისო/ტს 22002-3, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 3: ფერმერული მეურნეობა

  • ისო/ტს 22002-4, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 4: სურსათის შესაფუთი მასალების წარმოება

  • ისო/ტს 22002-6, სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები - ნაწილი 6: შინაური ბინადარი ცხოველის საკვების და ცხოველთა საკვების წარმოება

ტექნიკურ სპეციფიკაციაზე საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტების ჯგუფმა იმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი ექსპერტის, ალი რაპანჯის განცხადებით, რეგულაცია დანერგავს უფრო ჰარმონიულ მიდგომას სურსათის უვნებლობის ჯაჭვში, უფრო ადვილი იქნება კონტროლი თუ აუდიტი, რაც გამოიწვევს კიდეც სურსათთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირებას.

თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც საკვები პროდუქტის დაბინძურებას თავად მომხმარებლები ახდენენ. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2001 წელს წარადგინა "ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის", რომლის მიზანია მარტივად და გასაგებად ახსნას, თუ რა ზომებია საჭირო უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. სურსათით გამოწვეულ დაავადებათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია, თუკი ხელით დამუშავების დროს მოხდება სათანადო წესების დაცვა.

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.