top of page

უსაფრთხო ტურიზმი პანდემიის პირობებში

ზაფხულის დადგომასთან ერთად გააქტიურდა ტურისტული სეზონიც, უამრავი ადამიანი გეგმავს შვებულება სასურველ კურორტზე გაატაროს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე თავს იკავებს სამოგზაუროდ წასვლისგან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდ ვითარება საკმაოდ რთულია, ქვეყნების უმეტესობას ღია აქვს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვარი ტურისტებისთვის. აქვე გასათვალისწინებელია სხვადასხვა სახის რეგულაციებიც. ექსპერტთა გათვლებით 2021 წელს მსოფლიოში ტურიზმის მაჩვენებელი მნიშნელოვნად გაუსწრებს 2020 წლის მაჩვენებლებს და პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2023 წელს დაუბრუნდება. ეს ყველაფერი კი კაცობრიობას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, რაც გულისხმობს უსაფრთხო მოგზაურობას პანდემიის პირობებში. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს და რა ინსტრუმენტები სჭირდება მსოფლიოს ამისთვის?

როგორც უკვე ვახსენეთ, პანდემიის პირობებში ტურიზმის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება და მათ შორის უმნიშვნელოვანესი კოვიდ პანდემიაა. ვირუსის ახალი შტამები ვრცელდება გაცილებით უფრო სწრაფად და ტურიზმიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს, რადგან ის მნიშვნელოვნად ზრდის მობილობას. რთული სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოშიც. განსაკუთრებით ხალხმრავლობაა ზღვისპირა კურორტებზე, სადაც ადგილობრივ დამსვენებელთან ერთად მრავლად არიან უცხოელი ტურისტებიც. არ ხდება რეგულაციების ჯეროვანი შესრულება, რის გამოც ქვეყანაში ნარჩუნდება კორონავირუსის შემთხვევების ზრდადი ტენდენცია. დღევანდელი მონაცემებით 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული ვირუსი დაუდასტურდა 471 ათასზე მეტ ადამიანს, ხოლო 415 ათაზე მეტი უკვე გამოჯამრთელდა. საბედნიეროდ მნიშვნელოვნად დაჩქარდა ვაქცინაციის ტემპი: დღეში იცრება 25 ათასზე მეტი ადამიანი. ამავე დროს, კვლევების შედეგად, საქართველოში გამოყენებულმა ვაქცინებმა მაღალი შედეგიანობა აჩვენა, რაც გვაძლევს დაიმედების საშუალებას.


როგოც უკვე მიხვდით, ვაქცინაცია კოვიდ პირობებში უსაფრთხო მოგზაურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინაცია არის ის გზა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. გარდა ამისა, აუცილებელია კოვიდ რეგულაციების დაცვა: ხელების ხშირი დაბანა და პირბადის ტარება. გვინდა თუ არა, პირბადე კიდევ ცოტა ხანი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ, მათ შორის მაშინაც, როდესაც დასასვენებლად ვიმყოფებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შორს დავიჭიროთ, რაგდან ამ დროს განსაკუთრებით მაღალია ვირუსის გავრცელების ალბათობა. ამ მარტივი წესების დაცვით შეგვიძლია ახალი შემთხვევების რაოდება მნიშვნელოვნად შევამციროთ. მაგალითად, მხოლოდ პირდაბის ტარებით და ხელების ხშირი დაბანით შესაძლებელია პანდემიის გავრცელების ტემპის რამდენჯერმე შემცირება.


მიუხედავად ამისა, ეს ყევლაფერი არ იქნება საკმარისი, თუ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს არ ექნებათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომლის დახმარებით უზრუნველყოფენ უსაფრთხო პირობებს დამსვენებლებისთვის. სწორედ ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც პანდემიის პირველი შემთვევიდან დღემდე შეიმუშავა ათეულობით საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც მსოფლიოს დაეხმარება მნიშვნელოვნად შეზღუდოს ვირუსის გავრცელების ტემპი. ასევე, უზრუნველყოს უსაფრთხო ტურიზმი პანდემიის პირობებში. მათ შორისაა საერთაშორისო სტანდარტები და სახელმძღვანელოები მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ორგანიზაცია ასევე მუშაობს, ისეთ სტანდარტებზე, რომლებიც აამაღლებს ანტივირუსული თუ ანტიბაქტერიული ქსოველების ეფექტურობას. სწორედ ასეთი ანტივირუსული ქსოვილი გამოიყენება სამედიცინო პირბადეების დამზადებისას. ხოლო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შემუშავებული საერთაშორისო ISO 18184 სრტანდარტი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა ანტივირუსული ქსოვილების მწარმოებელი ფირმებისთვის, რათა შექმნან საიმედო და ეფექტური ნაწარმი. ასევე, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სუფთა ჰაერია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი სწორედ ჰაერის მეშვეობით ვრცელდებიან. მიუხედავად ამისა, არსებობს გამოსავალი - ჰაერის ფილტრები, რომლებიც ასუფთავებენ ჰაერს მავნე ბაქტერიებისა თუ ნივთიერებებისგან. ასეთი ფილტრები საუკეთესოა საცხოვრებელ სახლში სუფთა ჰაერის უზრუნველსაყოფად, ხოლო საერთაშორისო ISO 16890 სტანდარტი ხელს უწყობს ასეთი ტიპის დანადგარების მაღალშედეგიანობას და საიმედოობას.


საბოლოო ჯამში, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პანდემიის დასრულება უკვე ჩვენს ხელშია, ჩვენ უკვე გვაქვს ვაქცინა, ვიცით როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან, ამ თემაზე მუშაობს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და ა.შ. ეს ყოველივე კი გვაძლევს მომავლის იმედს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩაბმული კაცობრიობა საბოლოო გამარჯვებას მალე იზეიმებს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals



Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon
  • Instagram
  • YouTube