top of page

ქალების მეტი ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

გენდერული თანასწორობა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალების ნაწილი ვერ ავლენს საკუთარი შესაძლობლობების მინიმუმსაც კი, განსაკუთრებით ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში, სადაც მკაცრადაა განსაზღვრული ქალისა და კაცის როლი ოჯახში. აღნიშნული სტერეოტიპები გოგონებს უკარგავს საშუალებას მიიღონ სათანადო განათლება, განავითარონ საკუთარი ნიჭი, უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ მეცნიერებაში. მსოფლიო კი ამასობაში ბევრს კარგავს: სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას შეუძლია მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 4%-ით გაზარდოს.

განსაკუთრებით რთულია ვითარება აფრიკულ ღარიბ სახელმწიფოებში. განსაკურებით კი იმ რეგიონებში სადაც წყლის დეფიციტია, რადგან ოჯახში წყლის მოტანა ქალებს ევალებათ, რაც გოგონებს თავიდანვე უკარგავს შანსს იარონ სკოლაში და მიიღონ განათლება. ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იფორმაციით 6 წლიდან გოგონებს მიაჩნიათ, რომ "ჭკვიანური საქმიანობები" ბიჭებს უფრო შეეფერაბათ, ვიდრე მათ. აღნიშნული სტერეოტიპი კარგად გამოიხატება სტატისტიკაშიც, რადგან სამეცნიერო საქმიანობებში ჩართული ქალების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა. ასევე, ნონელის პრემიის ლაუერატებს შორის მხოლოდ 10 პროცენტს შედგენენ ქალები.


ყოველივე აქედან გამომდინარე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ყოველ 12 თებერვალს აღინიშნება ქალი მეცნიერების საერთაშორისო დღე, რომელის მიზანიც ქალების მეტი ჩართულობაა სამეცნიერო საქმიანობაში. აღნიშნულ საკითხე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც შემუშავებული აქვს გენდერული სამოქმედო გეგმა. რომელიც შემუშავა გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან (UNECE) ერთად. მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების ნორმების შემუშავების დროს, უფრო მეტად ითვალისწინებენ მამაკაცის სხეულის აღნაგობას და უფრო მეტად მას არგებენ უსაფრთხოების ნორმებს. მაგალითად მანქანის უსაფრთხოების ტესტირებისას, ითვალისწინებენ მამაკაცის ჰაბიტუსს და არა ქალისას, რაც შემდგომში წარმოქმნის უამრავ პრობლემას და ამის გამო მრავალი ქალი ღებულობს სხეულის მძიმე დაზიანებას. იგივე სიტუაციაა სხვა სფეროებშიც. ISO-სა და UNECE-ს მიერ შემუშავებული გენდერული სამოქმედო გეგმა კი სწორედ ამ პრობლემის გამოსწორებას ისახავს მიზანად.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

79 views

Commentaires


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება