"ქოლორპაკს" FSSC 22000 სერტიფიკატი მიენიჭა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ,,ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის'' ფარგლებში, ჩვენმა ორგანიზაციამ საკონსულტაციო მომსახურება გაუწია შპს ,,კოლორპაკს” - სურსათის შესაფუთი მასალების წარმოების ხარისხისა და უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შესამუშავებლად და დასანერგად.
დანერგვის პროცესში კომპანიაში გადამზადდა პერსონალი, წარმოება აღიჭურვა
თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარით, მზა პროდუქტის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა საზღვარგარეთ აკრედიტებულ ლაბორატორიაში და განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები.
შედეგად, შპს ,,კოლორპაკმა” მიიღო სურსათის შესაფუთი მასალების წარმოების ხარისხისა და უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის - FSSC 22000 სერტიფიკატი LRQA-ს მიერ.
ჩვენი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით შპს ,,კოლორპაკს” შედეგიანი თანამშრომლობისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს!
Comments