top of page

შპს "სანრაიზ ჰოსფითალიტში" ჩატარდა სურსათის ჰიგიენის პრინციპების ტრენინგი

2023 წლის 2 ოქტომბერს შპს "სანრაიზ ჰოსპიტალიტში" ჩატარდა სურსათის ჰიგიენის პრინციპების ტრენინგი. დასაქმებულებს მიეწოდა სურსათის ჰიგიენის პრინციპებთან დაკავშირებული სწავლება, რაც სურათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობაა. გადამზადება წარმატებით გაიარა კომპანიის 17-მა დასაქმებულმა.



სურსათის ჰიგიენის პრინციპების ტრენინგი სურსათის უვნებლობის საბაზო კურსია და მისი დახმარებით შესაძლებელია სურსათის უვნებლობის ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესწავლა, როგორებიცაა:

  • სურსათის დამაბინძურებელ რისკ-ფაქტორები;

  • საკვებისმიერი მოწამვლებისა და სურსათით გამოწვეული ძირითადი დაავადებების მახასიათებლები;

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სურსათის უვნებლობის „ხუთი გასაღების პრინციპი“

  • საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესები (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციები;

  • სანიტარიული ღონისძიებების ჰიგიენურ საფუძვლებს და პერსონალის ჰიგიენის წესები;

  • სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები (GMP მოთხოვნები HACCP შესაბამისობისთვის);

  • სასურსათო ნედლეულისა და სურსათის ხარისხისა და უვნებლობისადმი​ წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;

  • როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია.

ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორანიზაციაში, მოთხოვნის მიხედვით, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.





 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comentários


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები