top of page

ხილის წვენების მწარმოებელმა კომპანიამ შპს "მაისი 2020" წარმატებით გაიარა BRCGS სერტიფიცირება

ხილის წვენების მწარმოებელმა კომპანიამ შპს „მაისი 2020“ კომპანია "ISO Consulting“ -ის დახმარებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით დანერგა სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი BRCGS – Global standard for food safety, Issue 8 - მოთხოვნების შესაბამისად.


2022 წლის 23-24 სექტემბერს კომპანიამ წარმატებით გაიარა მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო BRCGS საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.


შპს „მაისი 2020“ დაარსდა 2020 წელს და მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში. საწარმო აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის გადამამუშავებელი დანადგარებით. კომპანიამ წვენების წარმოება დაიწყო 2021 წელს და ამ დროისათვის აწარმოებს 5 სხვადასხვა სახეობის წვენს. შპს „მაისი 2020“ ნედლეულს იღებს მხოლოდ დამტკიცებული მომწოდებლებისგან, რომელიც აკმაყოფილებენ კომპანიის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს და ცივი დაპრესვის მეთოდით ამზადებს უმაღლესი ხარისხის პასტერიზებულ 100% წვენს ყოველგვარი დანამატების გარეშე. წარმოების თითოეულ ეტაპზე შეფასებულია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოტენციური საფრთეები და დანერგილია შესაბამისი კონტროლის მექანიზმები.

მომხმარებლისთვის სტაბილურად მაღალი ხარისხის უვნებელი პროდუქტის მიწოდება, საკანონმდებლო და საექსპორტო ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა - კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. BRCGS - გლობალური სტანდარტის დანერგვა კომპანიის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ცნობადობისა და სანდოობის მოსაპოვებლად.


BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტთან შესაბამისობა ანიჭებს სურსათის მიმწოდებელს მნიშვნელოვან უპირატესობას. სტანდარტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალჯერადი აუდიტის თანმდევი გაურკვევლობა და შეფერხებები, აგრეთვე სხვადასხვა კლიენტისთვის ერთიდაიგივე ინფორმაციის დუბლირების საჭიროება.




ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ BRC-ის როგორც გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორების ტრენინგები, რომლებსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის და BRC-ის ავტორიზებული ტრენერები.


დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page