top of page

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მსოფლიოში

მსოფლიო მოსახლეობისა და ეკონომიკის ზრდა იწვევს, როგორც მოთხოვნის ზრდას ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ასევე ცხოვრების დონის ამაღლებას, რაც გამოიხატება ავტომობილების რაოდენობის, ტურიზმის სექტორის, სხვადასხვა ტიპის პროდუქტების მოთხოვნის ზრდაში და ასე შემდეგ. ყოველივე ეს კი იწვევს ჰაერის დაბინძურებას, როგორც სხვადასხვა საწარმოს, ასევე საგზაო თუ საჰაერო ტრანსპორტის მიერ. ცხოვრების სტანდარტების ზრდა კარგია, თუმცა განვითარება მხოლოდ მაშინ იქნება მდგრადი, თუ ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს არ მივაყენებთ და მოვუფრთხილდებით მას. ასე რომ, პასუხი კითხვაზე, თუ სად მდებარეობს ოქროს შუალედი პროგრესსა და ეკოლოგიას შორის, საკმაოდ რთული დასადგენია.

რამდენიმე დღის წინ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში იმდენად სქელი და მომწამლავი სმოგი ჩამოწვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა ქალაქის მასშტაბით დროებით გადაედო სკოლებში სწავლა, შეეზღუდა ქუჩაში მანქანების რაოდენობა და მოსახლეობისთვის პირბადეები დაერიგებინა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო პორტალები იუწყებიან, მთავრობა მოსახლობას ურჩევს თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან და სახლში დარჩნენ. ხოლო ქალაქის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სმოგის გამო გრძნობენ ყელის ტკივილს, დაუზიანდათ სახმო იოგები და შეუძლოდ არიან. ეს ამბავი მალევე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და ჩვენც კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ჰაერის უკონტროლო დაბინძურებამ.

ექსპერტების ვარაუდით, ნიუ დელიში შექმნილი სიტუაცია უამრავი ფაქტორის შედეგია. მათ შორისაა 46 მილიონიან აგლომერაციაში არსებული უდიდესი რაოდენობის ავტომობილები, რომლებიც მნიშვნელოვნად აბინძურებენ გარემოს, ასევე ქალაქის გარშემო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე არსებული სამუშაოები და უამრავი მიმდინარე მშენებლობა, რადგან, თავის მხრივ, სამშენებლო მტვერიც მნიშვნელოვნად აბინძურებს ატმოსფეროს.

*სურათზე კარგად ჩანს თუ რამდენადაა დაბინძურებული ჰაერი ინდოეთის დედაქალაქში

სანამ ინდოეთში მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გამოასწორონ ეკოლოგიური მდგომარეობა, იგივე სახის პრობლემა მსოფლიოს მრავალ ქალაქს ემუქრება. თუ ჰაერის დაბინძურება ისეთივე ტემპით გაგრძელდა, როგორიც ახლაა და შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, ინდური რეალობა სულაც აღარ იქნება წარმოსახვის სფერო. შესაძლოა სულ მალე, უახლოს მომავალში, მსგავსი არასასურველი გამოცდილება ჩვენც მივიღოთ. ამიტომ სანამ გვიანი არაა, როგორც ადგილობრივმა მთავრობებმა, ასევე საზოგადოებამაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან.

როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას?

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე, რაზეც მათი მთელი რიგი სტანდარტები მოწმობს (სტანდარტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე). ამ სტანდარტების წყალობით ხდება უდიდესი რაოდენობის გამონაბოლქვის ატმოსფეროში გაფრქვევის პრევენცია. ასევე მნიშვნელოვანია ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ მხრივ: ვიზრუნოთ გარემოზე, ჩავერთოთ ხეების დარგვის კამპანიებში, უარი ვთქვათ ავტომობილის ხშირ გამოყენებაზე, მეტი ვიაროთ ფეხით და ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შევიძინოთ ისეთი ავტომობილი, რომელიც ელექტრონულია ან ნაკლებად აბინძურებს გარემს და ა.შ.

გარემოზე ზრუნვა თითიული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა!


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page