აკად. ფრიდონ თოდუას კლინიკა - ISO სერტიფიკაცია
"კლინიკური მედინიცის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს" (აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი - ISO 9001:2008 - გადაეცა.
"კლინიკური მედინიცის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში" ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ბრიტანული მაღალი კლასის საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანიზაცია "Lloyd's"-ის აუდიტორების მიერ ჩატარდა.
შეფასებამ მოიცვა კვლევითი ინსტიტუტის სხვადასხვა მიმართულებები: ონკოლოგიური მომსახურება (რადიაციული ონკოლოგია, ქიმიოთერაპია და პათომორფოლოგია), კლინიკური ლაბორატორიების მომსახურებები: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, კოაგულაცია, ბაქტერიოლოგია და იმუნილოგია; I-IV ფაზების კლინიკური კვლევები.
LRQA's assessor Mrs. Lia Petrinoli - "I appreciate their effort having possibility of high class service in Georgia. This institute is equipped with the high level medical devices and having the professional Doctors. I carefully verified their knowledge and awareness. Beautiful interior, it could be good example how we should create the suitable environment for the patients seeking the treatment. The patient feedback's and some business performance indicators shows grate picture of their success. We are pleased that we are able to evaluate their system and help for improvement".
ივანე დიდბერიძე, "ISO Consulting" პროექტების მენეჯერი - "შთამბეჭდავი კლინიკაა. ჩვენ ჩართული ვიყავით სისტემის შემუშავების და დანერგვის პროცესში. თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით სურათს, პროცესებს. ინსტიტუტი გამოირჩევა თანამშრომლების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინით. ყველაფერ ამას ხელს უწყობს ისიც, რომ კლინიკაში არსებული ყველა სამედიცინო მოწყობილობა 2013 წლამდეა წარმოებული და ყველა გამზომ საშუალებას გააჩნია თვითშემოწმების ან კალიბრაციის ავტომატიზირებული საშუალება. ISO-ს სერტიფიკაციის პროცესში ფასდაუდებელია ქალბატონი მაკა მაღლაკელიძის შრომა, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, პროფესიონალიზმთან ერთად, მისი მენეჯერული უნარებით, რაც იშვიათობაა სამედიცინო სექტორში".
პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით.
ISO Consulting ულოცავს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას წარმატებულ საქმიანობაში.
ISO Consulting ადმინისტრაცია