ისო 14001:2015 ახალი ვერსია გამოქვეყნებულია
StartFragment
დასრულდა მოგზაურობა ისო 14001:2015 საერთაშორისო სტანდარტის განახლებულ ვერსიამდე და დღეიდან განახლებული სტანდარტი ხელმისაწვდომია სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოებში. საქართველოში სტანდარტის შესაძენად მიმართეთ „საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს“ www.geostm.ge
ISO-ს ტექნიკური კომიტეტის TC 207/SC1 WG5 მიერ შემუშავებული ისო 14001:2015 განახლდა მენეჯმენტის სისტემის ერთიანი მოდელის გამოყენებით, რომელიც წარმოდგენილია Annex SL-ის სახით და შედგება სტანდარტის 10 ძირითადი თავისგან - ასე მოხდება მენეჯმენტის სისტემების ყველა განახლებული ISO სტანდარტის შემთხვევაშიც.
„მისალოცია ISO-ს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის TC 207/SC 1 WG 5 კარგი მუშაობა. ისო 14001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ბოლო ვარიანტი, რომელიც ახლა უფრო მეტად აკმაყოფილებს თანამედროვე ორგანიზაციების საჭიროებებს და მათ კომპლექსურ მიწოდების ჯაჭვს, წარმოადგენს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სტანდარტების ევოლუციას.“
ისო 14001:2015 სისტემაზე გადასვლა
ახლა, როდესაც ცნობილია ისო 14001:2015 სტანდარტის განახლებული მოთხოვნები, ორგანიზაციებს შეუძლიათ დასახონ სამიზნეები, რათა დაიწყონ ახალ სტანდარტზე გადასვლა.
აქვე გაცნობებთ, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე სერტიფიცირებულნი არიან ისო 14001:2004 სტანდარტის შესაბამისად და რომელთა სერტიფიკატს ჯერ კიდევ აქვს მოქმედების ვადა, შეუძლიათ სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნონ სისტემა სტანდარტის 2004 წლის ვერსიის შესაბამისად, ხოლო სერთიფიკატის ვადის ამოწურვის დროს აუცილებლად უნდა გადავიდნენ ისო 14001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად განახლებულ სისტემაზე.
რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ახალ სისტემაზე გადასასვლელად?
განახლებული სტანდარტების შესაბამისად ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორც ტრენინგებს, საკონსულტაციო სამუშაოებს და ქოუჩინგს, აგრეთვე აუდიტორულ შეფასებას (Gap Analysis).
ISO Consulting-ის ტრენერებს, როგორც ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd’s-ის კონტრაქტორებს, უკვე მომზადებული აქვთ Lloyd’s-ის ლონდონის აკადემიის სატრენინგო თემატური პაკეტები. ეს ტრენინგებია:
ისო 14001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება
ისო 14001:2015 შიდა აუდიტორი
სტრატეგიული დაგეგმვა და გაზომვები
პრობლემების გადაწყვეტის მეთოდები და საშუალებები
პროცესების სქემატურად აგება და გაუმჯობესება
ტრენინგები ორგანიზებული იქნება როგორც საჯაროდ, აგრეთვე ადგილზე, თქვენს ორგანიზაციებში.
განახლებული ტრენინგების მიზანია უზრუნველყოთ ორგანიზაციების შეუფერხებელი გადასვლა სტანდარტის ახალ მოთხოვნებზე.
ISO Consulting პერიოდულად მოგაწვდით იმ სიახლეებს და განახლებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც უკავშირდება განახლებული სტანდარტების თემატურ საკითხებს.
თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს, რათა გაიგოთ პირველებისგან.
EndFragment