ერთობლივი პროექტი - USAID/REAP, APMA & ISO Consulting
დღეს, ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე, "სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა" და USAID-ის "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს" (REAP) შორის გაფორმდა 4-მხრივი ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც ISO Consulting თხილის გადამამუშავებელ 3 საწარმოში ISO 22000 სტანდარტის დასანერგად საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურებებს განახორციელებს.
"სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" და დონორი ორგანიზაცია უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ს თანადაფინანსებას.