HACCP ტრენინგი ღვინის საწარმოებისთვის
2016 წლის 25-26 ივლისს, კომპანია „შატო მუხრანის“ მენეჯმენტისთვის ჩატარდა მოდიფიცირებული ტრენინგი „HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება“.
HACCP სისტემის მოდიფიცირებული ტრენინგი მომზადდა სპეციალურად კომპანია „შატო მუხრანის“ ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად, რათა ტრენინგის შემდეგ ყველა თანამშრომლისთვის ნათელი ყოფილიყო სურსათის უვნებლობის და HACCP-ის სპეციფიკური ასპექტები მათ ტექნოლოგიურ ციკლში. ტრენინგის დროს HACCP-ის ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ ტექნოლოგიური ციკლი, გაეანალიზებინათ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის საფრთხეები, შეეფასებინათ მათი არსებული პრაქტიკა სტანდარტის მოთხოვნებთან და განესაზღვრათ სამომავლო ქმედებები HACCP და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის გასაუმჯობესებლად.
Lloyd’s-ის სატრენინგო პაკეტები იძლევა ასეთი მოდიფიცირების საშუალებას კომპანიის საქმიანობის შესაბამისად. ტრენინგები გამოირჩევა მათი უნიკალურობით. ტრენინგზე საკითხები და ქეისები განხილულია არა ზოგადად პროცესების და საქმიანობის შესახებ, არამედ კონკრეტულად ორგანიზაციისთვის.
"ISO Consulting" მადლობას უხდის კომპანია „შატო მუხრანს“ და მის მენეჯმენტს შედეგიანი თანამშრომლობისათვის.